USD 2.6130
EUR 3.0575
RUB 3.1383
Тбилиси
A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის საფასური დიფერენცირებული წესით განისაზღვრა - რა ტარიფები ამოქმედდა?
дата:  448

ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის გაცემის საფასური თითოეულ ავტომობილზე დიფერენცირებული წესით განისაზღვრა.

სააგენტოს განმარტებით, ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილებისთვის საფასური შეადგენს 0,27 ლარს ერთ კალენდარულ დღეში, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში - 0,13 ლარს დღეში. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვაზე საერთოდ არ არის მიბმული სატრანსპორტო საშუალება, გადასახადი განისაზღვრება 3 ლარის ოდენობით დღეში.

ამასთან, სრულად ელექტრო ავტომობილები, რომლებსაც მხოლოდ ელექტრო ძრავა აქვთ, გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან 2029 წლის 31 დეკემბრამდე.

სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ელექტრონული სისტემა ყოველდღიურად ითვლის გადასახდელ თანხას, ხოლო ყოველი თვის პირველ რიცხვში ნებართვის მფლობელს პირად სივრცეში გამოუჩნდება წინა თვის ჯამური გადასახადი.

მათივე ცნობით, ნებართვის საფასურის გადახდა სავალდებულოა ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 7 რიცხვისა. თუ გადახდის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, გადახდის ვალდებულება გადადის მომდევნო პირველ სამუშაო დღეზე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 17 ივნისს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდა, დაგროვილი დავალიანება დროულად დაფარონ. მისი თქმით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვები გაუქმდება და მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება.

კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდნენ, 1 000-ზე მეტი ნებართვის მფლობელი კვლავ არ ასრულებს სანებართვო პირობებს და არ იხდის გადასახადს, რის გამოც დავალიანება ყოველდღიურად იზრდება. მერიის ინფორმაციით, შესაბამის პირებს შეტყობინებები პერიოდულად ეგზავნებათ.

უწყების განმარტებით, დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმების ეტაპობრივი ზრდა - 100, 300 და 900 ლარი, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში ემატება საურავები და საბოლოოდ ნებართვის გაუქმება.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати