USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
კამალა ჰარისი - მომავალი ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც ოვალური კაბინეტამდე მხოლოდ ერთი გულისცემა აშორებს
дата:  1240

ვიცე-პრეზიდენტი, ერთი მხრივ, რიგით მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინოვნიკია შეერთებულ შტატებში. მეორეს მხრივ, მას არ გააჩნია დიდი უფლებამოსილება. მისი მთავარი კონსტიტუციური ფუნქციაა პრეზიდენტის შეცვლა მისი გარდაცვალების, გადადგომის ან თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის განმავლობაში ამ თანამდებობას 48 ადამიანი იკავებდა. მათგან რვა გახდა პრეზიდენტი მათი წინამორბედების სიკვდილის გამო.

სულ მალე გაირკვევა, ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი. ამ დროის მონაცემებით, ჯო ბაიდენს საგრძნობი უპირატესობა აქვს. დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს კამალა ჰარისი დაიკავებს.

კამალა ჰარისს თვითონ ქონდა თავისი კანდიდატურა წამოყენებული, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად დემოკრატიული პარტიიდან, მაგრამ შემდგომ ჯო ბაიდენის სარგებლოდ მოხსნა თავისი კანდიდატურა. ის იყო  პირველი სამხრეთ აზიური წარმოშობის,  შავკანიანი ქალია აშშ – ს ისტორიაში და ამერიკელი, რომელიც მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო ეტაპზე.

არსებობს ასეთი ამერიკული გამოთქმა - ვიცე-პრეზიდენტს ოვალური კაბინეტიდან მხოლოდ ერთი გულისცემა აშორებსო. ბაიდენის  ასაკიდან გამომდინარე, ამერიკელ დემოკრატებს შორის ერთ-ერთი განსახილველი თემა, როგორც შანსი, არის ის რომ ჰარისმა შესაძლოა ამავე ვადაში დაიკავოს პრეზიდენტის ადგილი თეთრ სახლში.

ბაიდენის წარმატებისთვის, დემოკრატების მთავარი ინტრიგა ამერიკაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, იმაში იყო, რომ ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატი უნდა შერჩეულიყო, კანის ფერისა და  სქესის მიხედვით, ეს იყო შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები.

ზაფხულის დასაწყისში, ბაიდენმა თქვა, რომ მას სავარაუდო სიაში 11 კანდიდატი ჰყავდა, მათგან 4 აფროამერიკელი.

კამალა ჰარისის გარდა, მასში, სავარაუდოდ, შედიოდნენ კონგრესის წევრები ვალ დემინგსი და კარენ ბასი, პრეზიდენტ ობამას ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი სიუზან რაისი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამაც კი იყო მზად ბაიდენის წინადადების განსახილველად, მაგრამ აშშ-ს ბაიდენმა ჰარისი აირჩია, რომელმაც მისი წარდგენის შესახებ, ოფიციალური განცხადებამდე საათნახევრით ადრე შეიტყო.

ჯო ბაიდენისთვის პოლიტიკასთან ერთად ასევე ძალიან მნიშნელოვანია პირადი ურთიერთობები. ამ მხრივ კი კამალა ჰარისს განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა - ის ბაიდენის გარდაცვლილი შვილის მეგობარი იყო.

”მან უკვე დაამტკიცა, რომ წარმოუდგენლად ძლიერი ლიდერია. და მე ვიცი, რომ ის ჯო ბაიდენის ძლიერი პარტნიორი იქნება, - თქვა ჰილარი კლინტონმა კამალა ჰარისის შესახებ, მისი წარდგენისას.

კამალა ჰინდიურ ენაზე "ლოტოსის ყვავილს" ნიშნავს. ეს სახელი გოგონას დედამ დაარქვა, რომელიც აშშ-ში ინდოეთიდან  გადავიდა საცხოვრებლად. კამალა ჰარისი დაიბადა კალიფორნიაში, ოკლენდში, 1964 წელს. დედა, შამალა გოპალან-ჰარისი, უნივერსიტეტში ასწავლიდა, ძუძუს კიბოს მკურნალობის სპეციალისტი იყო. მამა წარმოშობითი იამაიკელი იყო, რომელიც კამალას დედას მაშინ დაშორდა, როდესაც ის 5 წლის გახდა. კამალას მამა, დონალდ ჰარისი,  სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

დედა თავის ორ ქალიშვილს ინდური ფესვებისადმი პატივისცემას უნერგავდა, მაგრამ აფროამერიკული კულტურა მაინც ბევრად უფრო პოპულარული იყო ოჯახში.

„- დედაჩემს ძალიან კარგად ესმოდა, რომ შავ ქალიშვილებს ზრდის. მან იცოდა, რომ ჩვენი ახალი სამშობლო, მე და ჩემს დას, მაიას, შავ გოგოებად აღიქვამდა და მან ყველაფერი გააკეთა, რომ თავდაჯერებული, ამაყი შავკანიანები გავზარდილიყავით ”, - წერს ჰარისი თავის ავტობიოგრაფიაში.

სკოლის პედაგოგები და კლასელები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ კამალას ქონდა უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი. 1986 წელს ჰარისი ბაკალავრის ხარისხის იღებს ვაშინგტონის ჰოვარდის უნივერსიტეტში ორ სპეციალობაში - პოლიტოლოგია და ეკონომიკა. შემდეგ იურისტის დოქტორის ხარისხს კალიფორნიის უნივერსიტეტში. პერსპექტიული ადვოკატი მალე ხდება პროკურორის თანაშემწედ.

2002 წელს ჰარისი  სან ფრანცისკოს პროკურორი (ეს თანამდებობა არჩევითია ამერიკაში) გახდა. იმ დროისთვის ის უკვე მეგობრობდა ბო ბაიდენთან, ჯო ბაიდენის ვაჟთან და ასევე ნენსი პელოსთან.

ჭორების მიხედვით, კამალა სან-ფრანცისკოში  სიყვარულმა მიიყვანა: დიდი ხნის განმავლობაში მას სავარაუდო რომანი ჰქონდა  ქალაქის მაშინდელ მერთან, უილი ბრაუნთან, რომელიც მას ყველანაირ დახმარებას უწევდა.

ჰარისი იყო პირველი შავკანიანი, ქალი პროკურორი შეერთებულ შტატებში. 4 წლის შემდეგ, ამბიციური კამალა, მისი მეგობრის ნენსიის ღია მხარდაჭერით, კალიფორნიის გენერალური პროკურორი გახდა. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს, იგი დიდი დროს უთმობდა მინდობით აღზრდილი ოჯახების პრობლემებს, არასრულწლოვანთა სამართლიანობასა და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას.

ჰარისი არ არის გახმაურებული სკანდალების პერსონაჟი. ის სამაგალითო ცოლი და დედაა, რომელიც ეხმარება ქმარს პირველი ქორწინებიდან ვაჟისა და ქალიშვილის აღზრდაში.

2016 წლის სენატის არჩევნებში ახალი დემოკრატიული ვარსკვლავის კამალას გამარჯვება გასაკვირი არავისთვის არ ყოფილა. ამ თანამდებობაზე, ჰარისმა პირველ რიგში დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკით

ვიცე-პრეზიდენტად წარდგენისთანავე, ჰარისმა Twitter- ში გააკეთა განცხადება:

„- ჯო ბაიდენს შეუძლია გააერთიანოს ამერიკელი ხალხი, რადგან მან თავისი ცხოვრება ჩვენთვის ბრძოლაში გაატარა. როგორც პრეზიდენტს, მას შეუძლია ააშენოს ამერიკა, რომელიც შეესაბამება ჩვენს იდეალებს.“

კამალა ჰარისი უდიდესი გავლენით სარგებლობს დემოკრატიულ პარტიაში და მის პოლიტიკურ წონას არც მისი რესპუბლიკელი „მტრები“ უარყოფენ. ბევრი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ სწორედ კამალა იქნება რეალური პრეზიდენტი უახლოესი 4 წლის განმავლობაში.

„დასუსტებულმა და არათანმიმდევრულმა, ჯო ბაიდენმა აირჩიაარა  მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატი, მან აირჩია ადამიანი, რომელიც ქვეყანას უხელმძღვანელებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თუ ბაიდენი მოახერხებს გამარჯვებას“ - განნაცხადა რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, რონა მაკდანიელმა.

”ჯოს ახლა შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს, რომელიც დაეხმარება მას გაუმკლავდეს რეალური გამოწვევების წინაშე მდგომ ამერიკას ახლა და მომავალ წლებში. - დაწერა ბარაკ ობამამ თავის Twitter- ზე.

 

კამალა ჰარისი ცნობილია თავის რუსოფობიით. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ”რუსეთი შეერთებული შტატების მტერია”. მან ცინიკურად დასცინა ტრამპს, როცა ამ უკანასკნელმა სურვილი გამოთქვა დაესწრებოდა გამარჯვების აღლუმს მოსკოვში.

2017 წლის დეკემბერში მან დემოკრატ სენატორთა ჯგუფმა შეიმუშავეს კიბერ უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელითაც ცდილობედნენ, თავი დაეცვათ მოსკოვის პოტენციურ ვირტუალურ ჩარევისგან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი მონაწილეობს ტრამპის საარჩევნო კამპანიაში და არწმუნებს ყველას, რომ ”რუსები, რა თქმა უნდა, გადაწყვეტენ კვლავ ჩაერიონ შეერთებული შტატების შიდა საქმეებში”.

მან დაწერა ისტორიაც, რადგან გახდა პირველი ქალი ამერიკის ისტორიაში, რომელმაც პროკურორის პოსტი დაიკავა და შექმნა ვებ-პლათფორმა Open Justice, რათა საზოგადოებასთან კომუნიკაცია უფრო ღია გაეხადა.

მას უდიდესი წვლილი აქვს ქორწინებაში წყვილთა თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლაში, ასევე ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საქმეში.

საკუთარი კამპანიის დროს მას აქტიურად უჭერდა მხარს ბარაკ იობამა, ობამას მას ხშირად ადარებენ.

კამალა ჰარისი დემოკრატიულ პარტიაში ცენტრისტად მიიჩნევა (თუმცა, ოპონენტებმა მას უკვე დასდეს ბრალი რადიკალიზმში). მას თავად მოუგია არაერთი რთული არჩევნები, რაც ამ დაძაბული კამპანიის დროს დემოკრატებს ნამდვილად გამოადგებათ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა ასეთი მნიშვნელოვანი ალბათ 1944 წლის შემდეგ აღარ ყოფილაო - წერს ამერიკული პრესა. მაშინ ცხადი იყო, ფრენკლინ დელანო რუზველტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მალე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მოუწევდა.

 

 

 

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати