USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
BMG: კახეთში ₾7 მილიონიანი ინვესტიციით „სვანიძის ზეთისხილის“ ახალი ქარხანა ამოქმედდა
თარიღი:  971

კახეთში, ტარიბანას ველზე, ₾7 მილიონის ინვესტიციით ზეთისხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო „სვანიძის ზეთისხილი" ოფიციალურად ამოქმედდა.

როგორც კომპანიაში BM.GE-ს განუცხადეს, პროექტის მიზანია საქართველოში ზეთისხილის ზეთის წარმოების ახალი სტანდარტის ჩამოყალიბება და საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვნად ზრდა.

ინვესტიციის საერთო მოცულობიდან ₾5 მილიონი თიბისის კონტრიბუციაა, დანარჩენი კი კომპანიის კერძო კაპიტალიდან დაფინანსდა.

დამფუძნებელი ამბობს, რომ საწარმოს დღიური გადამუშავების სიმძლავრე 150 ტონაა, რაც საშუალებას იძლევა წელიწადში ათასობით ტონა ზეთისხილი დამუშავდეს და პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე გავიდეს. პროექტის ფარგლებში 150-მდე სეზონური სამუშაო ადგილი შეიქმნა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივ კადრებზე მოდის.

„სვანიძის ზეთისხილის“ დამფუძნებლის, გიორგი სვანიძის თქმით, ქარხნის ამოქმედება ზეთისხილის ინდუსტრიის განვითარებისთვის გარდამტეხ ეტაპსწარმოადგენს.

„მუშაობა მიმდინარეობს ყაზახეთთან, ჰოლანდიასთან, საუდის არაბეთთან, დუბაისთან და კატართან. აქტიურად განიხილება უზბეკეთისა და ჩინეთის ბაზარი, საიდანაც მოთხოვნაა დიდი პარტიების ექსპორტირებაზე. ასევე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ „კარფურთან, რათა ჩვენი ზეთისხილი ევროპულ და ახლოაღმოსავლურ ქსელებში შევიდეს,“ - აღნიშნა სვანიძემ.

მისივე თქმით, საექსპორტო ოპერაციების გაფართოება 2026 წლიდან იგეგმება, როცა პლანტაციები სრულ მსხმოიარობაში შევა.

საწარმო აღჭურვილია იტალიური და გერმანული უახლესი ტექნოლოგიებით, ფლობს ISO სერტიფიკატს და აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. პროდუქციის ხარისხს აკონტროლებს როგორც ქარხნის შიდა, ასევე საერთაშორისო ლაბორატორია.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის