USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
კახა კალაძე გრიშაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
თარიღი:  731

თბილისის მერმა კახა კალაძემ გრიშაშვილის ქუჩა #23-ში, ახლად მოწყობილი გრუნტის დამჭერი კედელი და მოსასვენებელი სივრცე დაათვალიერა.

მერმა კრწანისის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად, გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო და მოისმინა მათი მოსაზრებები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის მნიშვნელობას.

„ვისაუბრეთ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას კონკრეტულ მისამართზე ვაპირებთ. მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რასაც მუნიციპალიტეტი და გამგეობები ახორციელებენ. შესაბამისად, გვინდა უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. შეიძლება მათაც ჰქონდეთ მოსაზრებები, რა არის შესაცვლელი, გამოსასწორებელი“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სხვადასხვა რაიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება.

„მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება ყველა რაიონში, უბანში, სადაც სხვადასხვა ტიპის სამუშაო მიმდინარეობს. მოვისმენთ ადგილობრივი მოსახლეობის აზრს სხვადასხვა საკითხზე და კონკრეტულ პროექტებზე, რასაც ვახორციელებთ“, - აღნიშნა მერმა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის