USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ჯო ბაიდენმა უკრაინას, ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე შეზღუდვა მოუხსნა
Date:  837
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოუხსნა შეზღუდვა, ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე.
 
ამის შესახებ გამოცემა Reuters-ის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
 
გამოცემის თანახმად, უკრაინა შორ მანძილზე მფრენი იარაღის გამოყენებას მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, დეტალები არ დაკონკრეტებულა.
 
სავარაუდოა, რომ შეზღუდვის მოხსნა ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას შეეხო. აღნიშნული რაკეტების მოქმედების რადიოსი 300 კმ-ია.
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way