USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ჯო ბაიდენი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის ოფიციალურად აღიარებას გეგმავს
თარიღი:  858

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად ოფიციალურად აღიარებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს განუცხადეს, რომ ბაიდენი 24 აპრილს, მსხვერპლთა მოხსენიების დღეს, სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებას აპირებს.

„ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გამოიყენებს სიტყვა „გენოციდს“ შაბათის განცხადებაში ”, - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ, თუმცა მან არ გამორიცხა ისიც, რომ თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბაიდენმა ამ ტერმინის გამოყენება ბოლო წუთს გადაიფიქროს.

აღსანიშნავია, რომ 1 წლის წინ, მაშინ როდესაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მან ოსმალეთის იმპერიის დროს დახოცილი 1.5 მილიონი სომეხი მამაკაცი, ქალი და ბავშვი ახსენა და აღნიშნა, რომ ამ მკვლელობების გენოციდად აღიარების მცდელობებს მხარს დაუჭერდა.

Reuters-ი წერს, რომ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება, სავარაუდოდ თურქეთს გაანაწყენებს და ნატო-ს ორ მოკავშირეს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის