USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
ODIHR-ის უარი არჩევნებზე დაკვირვების შესახებ": დამკვირვებლების დაგვიანებული მოწვევა ეფექტიანი მისიის განხორციელებას გამორიცხავს
Date:  499

საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევა არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ დროს ტოვებს, რაც სანდო და ეფექტიანი მონიტორინგის საშუალებას აღარ იძლევა, – ამის შესახხებ განცხადებას ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) ავრცელებს.

გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო მონიტორინგი საჭიროებს საფუძვლიან მომზადებას და შესაძლებლობას, შევიდეთ საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, მოგვიწვიონ ასეთ გვიან ეტაპზე, მნიშვნელოვანი დაკვირვების შესაძლებლობას გამორიცხავს და ODIHR ვერ შეძლებს საარჩევნო მონიტორინგის მისიის განხორციელებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად, -  – აღნიშნა ODIHR-ის დირექტორმა მარია ტელალიანმა. 

ODIHR-ის ცნობით, წარსულში ორგანიზაციას დროულად მიუღია მოწვევა საქართველოსგან 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლებში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნებისთვის, რაც შესაძლებელს ხდიდა მომზადებულიყო ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

ODIHR ხაზს უსვამს, რომ როგორც ეუთოს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს ვალდებულება აქვს ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია კომენტარს ვერ აკეთებს იმ არჩევნებზე, სადაც დაკვირვებას არ ახორციელებს, ის კვლავ გააგრძელებს საქართველოში პროცესების მონიტორინგს – დემოკრატიული მმართველობის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. 

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way