ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, 2020 წელს, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საფინანსო ინსტიტუტში გაერთიანებული 69 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტების ჯამური მოცულობა 3.5%-ით შემცირდება.
მაკროეკონომიკური პროგნოზის თანახმად, 2021 წლიდან კვლავ მოსალოდნელია ზრდა და ჯამური მაჩვენებელი 4.8%-ით მოიმატებს.
ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საშუალოდ, მშპ-ის 4.3%-ით კლებაა მოსალოდნელი. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროკავშირში 4.8%-ით, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში კი მაჩვენებლის 4.3%-ით კლებას ვარაუდობენ.
ამ ქვეყნებთან დაკავშირებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის 2020-2021 წლების პროგნოზი ასეთია:
სომხეთი: მოსალოდნელია მშპ-ის 3.5%-იანი კლება, 2021 წელს მაჩვენებელი 5.5%-ით გაიზრდება;
აზერბაიჯანი: მოსალოდნელია მშპ-ის 3%-იანი კლება, 2021 წელს მაჩვენებელი 3%-ით გაიზრდება;
ბელარუსი: მოსალოდნელია მშპ-ის 5%-იანი კლება, 2021 წელს მაჩვენებელი 3.5%-ით გაიზრდება;
საქართველო: მოსალოდნელია მშპ-ის 5.5%-იანი კლება, 2021 წელს მაჩვენებელი 5.5%-ით გაიზრდება;
მოლდოვა: მოსალოდნელია მშპ-ის 4%-იანი კლება, 2021 წელს მაჩვენებელი 5%-ით გაიზრდება;
უკრაინა: მოსალოდნელია მშპ-ის 4.5%-იანი კლება, 2021 წელს მაჩვენებელი 5%-ით გაიზრდება;
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკაზე მთავარ ნეგატიურ გავლენას ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის კლება გამოიწვევს.