„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო ბასომ განაცხადა.
„მისი (კანონპროექტის) დაბრუნება გაგვიკვირდა და ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დინამიკით, რაც ხდება“, - განაცხადა ოდილ რენო ბასომ.
ოდილ რენო ბასომ აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი მიიღო.
„მაგრამ ამ (კანონპროექტის) ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდეციამ და დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს. ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვართ“, - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.