USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
EBRD-ის პრეზიდენტი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს
дата:  442

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო ბასომ განაცხადა.

„მისი (კანონპროექტის) დაბრუნება გაგვიკვირდა და ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დინამიკით, რაც ხდება“, - განაცხადა ოდილ რენო ბასომ.

ოდილ რენო ბასომ აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი მიიღო.

„მაგრამ ამ (კანონპროექტის) ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდეციამ და დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს. ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვართ“, - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати