USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
IRI-ის პრეზიდენტი - ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია
Date:  597

ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია, - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი სოციალურ ქსელში წერს.

ტვინინგი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს „სამწუხარო თავს“ უწოდებს.

„საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მოქალაქეების თვალში სარწმუნო არ ყოფილა და ქვეყნის მიერ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში სამწუხარო თავს აღნიშნავს. ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია“, - წერს დენიელ ტვინინგი.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way