USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
CNN-ის მიერ დასახელებული 50 საუკეთესო პურის სახეობას შორის აჭარული ხაჭაპური მოხვდა
дата:  

CNN-ის 50 საუკეთესო პურის სახეობას შორის აჭარული ხაჭაპური მოხვდა.

„იმერული ყველითა და სულგუნით გაჟღენთილი ხაჭაპური საქართველოს საუკეთესო კერძია

ბრტყელი ფორმის პური ცხვება საფუვრიანი ცომით, რომელსაც ნავის ფორმას აძლევენ. მასში ათავსებენ უხვად ყველას და კვერცხს. წაგრძელებული ფორმა მაქსიმალურად ზრდის კონტრასტს ტექსტურაში, ნაზი შიგთავსიდან მკვეთრ, ყავისფერ წვეროებამდე.

2019 წელს ხაჭაპური იუნესკოს არამატერიალურ ფასეულობათა ნუსხაში იქნა შეტანილი“, - წერს CNN-ი

წყარო - https://edition.cnn.com/

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати