USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
" იცოცხლეთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ანგელოზები ცოცხლობენ " - უწმინდესის ინგუში შვილობილის მილოცვა პატრიარქის ანგელოზის დღეს.
дата:  4449

გთავაზობთ ნაწყვეტს ამინ შადიჟევის ინტერვიუდან , რომელიც მან გერმანიაში მცხოვრებ ინგუშ ჟურნალისტს ნაზირ ევლოევს მისცა. ინტერვიუ ევლოევის იუთუბ არხზე გავრცელდა.

" პატრიარქმა მითხრა, ყოველთვის როდესაც საქართველოში ჩამოხვალ, ჩამაყენე საქმის კურსში, რომ ჩამოხვედი და როდესაც წახვალ , ასევე შეატყობინეო. 2 აგვისტოს უწმინდესის ანგელოზის დღე არის და ამ დღეს მომიწია ჩამოსვლა. საპატრიარქოში შეკრებილი იყო უამრავი ადამიანი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველები ჩამოვიდნენ, უწმინდესისთვის ანგელოზის დღის მოსალოცად. იქ იყო ქართველი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანიც, სხვებიც. მე ვიჯექი პატრიარქის მარჯვნივ, დანარჩენები მარცხენა მხარეს. უწმინდესმა მოულოდნელად მთხოვა, სიტყვით გამოსულიყავი. მე ძალიან დავიბენი. არც დიპლომატი ვარ... უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა.

1001383_419698141478069_1790240426_n

არ მინდოდა ინგუშები ჩემი გამოსვლით უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა, რამე არასწორად მეთქვა, უბრალოდ მეშინოდა ამის... ამიტომ პატრიარქს ვუთხარი, რომ არ შემეძლო საჯაროდ გამოსვლა. შემდეგ კიდევ მთხოვა, მე ვუპასუხე : " უწმინდესო , ვერ შევძლებ რამე ვთქვა, მაპატიეთ." პატრიარქმა ისევ მთხოვა : ,, უბრალოდ თქვი, გილოცავ ანგელოზის დღეს." მე ვუპასუხე : ,, ღვთის გულისათვის , ნუ მთხოვთ, არ შემიძლია." მოკლედ ეწყინა... გაჩერდა, ჩვენ უკვე აღარ ვსაუბრობთ, მანამდე ვსაუბრობდით , ვიცინოდით, სანამ კონცერტი მიმდინარეობდა.

შემდეგ ქალბატონი შორენა მოვიდა და მითხრა, რომ სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. სხვა გზა არ იყო, დავთანხმდი. საღამოს წამყვანმა გამოაცხადა, რომ ჩამოვიდა ინგუშეთის წარმომადგენელი და გადმომცეს მიკროფონი.

ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდი. ყველას მივესალმე ინგუშურ ენაზე და ზოგიერთს თავიდან გაეღიმა ჩემს გამოსვლაზე. ,, დღეს თქვენი ანგელოზის დღეა. ჩვენი უხუცესებისგან მსმენია, რომ ანგელოზები დიდხანს ცოცხლობენ. ამიტომ ვთხოვ ღმერთს, იცოცხლოთ ისევე დიდხანს, რამდენ ხანსაც ანგელოზები ცოცხლობენ. " - ვთქვი მე .

უწმინდესს ცრემლები წამოუვიდა, სხვებსაც, ყველას ძალიან უყვარს პატრიარქი. მიკროფონის წამყვანისთვის დაბრუნებას ვაპირებდი და უცებ, პატრიარქი მეუბნება, კიდევ გვითხარი რამე, ინგუშურად გვითხარი.

მე რამდენიმე სიტყვა ვთქვი ჩემს მშობლიურ ენაზე. და აი ახლა გეტყვით არმაზ ახვლედიანი რატომ დამამახსოვრდა. ძალიან ვღელავდი, ფეხები მიკანკალებდა , იმიტომ რომ მეშინოდა არ შემშლოდა რამე. იქ იმას კი არ იტყოდნენ, რომ ამინს შეეშალა. იქ იტყოდნენ , რომ ინგუშეთის წარმომადგენელს შეეშალა და ამიტომ ძალიან ვღელავდი.

გამოსვლა რომ დავასრულე, არმაზმა მომკიდა ხელი , წავედით რესტორანში და რამდენიმე საათი იქ ვისხედით, სანამ დავმშვიდდი. ძალიან წესიერი ადამიანია არმაზი. ერთი მომენტიც მინდა გავიხსენო. პატრიარქთან ვარ ტრაპეზზე და მეკითხება უწმინდესი : ,, ამინ, ყველა ინგუში შენსავით წესიერია?" მე ვუპასუხე, ,, ისევე როგორც ყველა ქართველი." მკითხა , რას გულისხმობო. მე ვუპასუხე: ,, თქვენ წმინდანი ხართ და ყველა ქართველი წმინდანია? " გაეცინა და მითხრა : არ ხარ შენ კარგი კაციო , ინგუშები ყველა კარგები და წესიერები არიანო, ქართველი და ინგუში ერთია, ორი ძმა იყვნენ და შემდეგ გაიყარნენო. "

134673364_3656821271099057_6320481628994772902_n

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати