USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთათვის მატარებლის ათასობით ვაგონს დროებით საავადმყოფოებად გადააკეთებენ
дата:  1029

ინდოეთში რკინიგზა უკანასკნელი 167 წლის მანძილზე პირველად დაიხურა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მატარებლები საავადმყოფოებად გადაკეთდება. როდესაც პრემიერ-მინისტრმა მოდიმ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა 25 მარტს, ინდოეთის სარკინიგზო ხაზებმა ფუნქციონირება შეწყვიტა 14 აპრილამდე.

რკინიგზის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 20 000-მდე ვაგონი გადააკეთოს მინი იზოლატორად, სადაც ინფექციური პალატები მოეწყობა კოვიდ 19-ით დაავადებულთათვის.

ინდოეთის მთავარი სარკინიგზო ქსელი, რომელიც მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია და ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი დამსაქმებელია, უკვე მართავს 125 საავადმყოფოს- სწორედ ამიტომ საგანგებო მდგომაროების შემთხვევაში მათ გააჩნიათ გამოცდილება მობილური პალატებისა და საწოლების მოწყობაში.Вагони перетворять у лікарні в Індії

შეგახსენებთ, რომ ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 4314 შემთხვევაა, რომელთაგან 118 ფატალური აღმოჩნდა. სანამ ინდოეთის ჯანდაცვის სისტემას ძლიერი დარტყმა მიადგება კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდით, მატარებლის ათასობით ვაგონი ჯანმრთელობის სამინისტროს ორგანიზებით უკვე მზადაა მიიღოს ზემოხსენებული დაავადებით ინფიცირებული პაციენტები.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვაგონების ამსახველი ფოტოები, რომლებიც სანიტარიზებული და შესაბამისად აღჭურვილობითაა მოწყობილი პაციენტთა სამკურნალოდ.

„რკინიგზა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სთავაზობს სუფთა, სანიტარიზებულ და ჰიგიენურ ე.წ პალატებს“ - განაცხადა ინდოეთის რკინიგზის მინისტრმა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати