ინდოეთში რკინიგზა უკანასკნელი 167 წლის მანძილზე პირველად დაიხურა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მატარებლები საავადმყოფოებად გადაკეთდება. როდესაც პრემიერ-მინისტრმა მოდიმ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა 25 მარტს, ინდოეთის სარკინიგზო ხაზებმა ფუნქციონირება შეწყვიტა 14 აპრილამდე.
რკინიგზის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 20 000-მდე ვაგონი გადააკეთოს მინი იზოლატორად, სადაც ინფექციური პალატები მოეწყობა კოვიდ 19-ით დაავადებულთათვის.
ინდოეთის მთავარი სარკინიგზო ქსელი, რომელიც მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია და ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი დამსაქმებელია, უკვე მართავს 125 საავადმყოფოს- სწორედ ამიტომ საგანგებო მდგომაროების შემთხვევაში მათ გააჩნიათ გამოცდილება მობილური პალატებისა და საწოლების მოწყობაში.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 4314 შემთხვევაა, რომელთაგან 118 ფატალური აღმოჩნდა. სანამ ინდოეთის ჯანდაცვის სისტემას ძლიერი დარტყმა მიადგება კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდით, მატარებლის ათასობით ვაგონი ჯანმრთელობის სამინისტროს ორგანიზებით უკვე მზადაა მიიღოს ზემოხსენებული დაავადებით ინფიცირებული პაციენტები.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვაგონების ამსახველი ფოტოები, რომლებიც სანიტარიზებული და შესაბამისად აღჭურვილობითაა მოწყობილი პაციენტთა სამკურნალოდ.
„რკინიგზა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სთავაზობს სუფთა, სანიტარიზებულ და ჰიგიენურ ე.წ პალატებს“ - განაცხადა ინდოეთის რკინიგზის მინისტრმა.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.