USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
ინდოეთი წელს მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრებს
Date:  1542

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის საერთო რაოდენობით ჩინეთს ინდოეთი გადაუსწრებს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, თითოეული სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა 1.4 მილიარდის ფარგლებში იქნება, 2023 წლის ბოლოსთვის კი მათ შორის განმასხვავებელი მხოლოდ 2.9 მილიონი იქნება. თუმცა გრძელვადიანი პროგნოზი ცხადყოფს, რომ ინდოეთსა და ჩინეთს შორის დაშორება გაიზრდება, რაც, ინდოეთის მაღალი შობადობითა და ჩინეთში მოსახლეობის დაბერებითაა განპირობებული.

გაეროს პროგნოზით, 2030 წლისთვის გლობალური მოსახლეობს რაოდენობა 8.5 მილიარდს მიაღწევს, 2100 წელს კი – 10.4 მილიარდს.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way