USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Tbilisi
NY Times - ჩრდილოეთ კორეამ ოკუპირებული ცხინვალის ბანკში ანგარიში გახსნა
Date:  

ჩრდილოეთ კორეამ ოკუპირებული ცხინვალის ბანკში ანგარიში გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი აშშ-ის მოკავშირეების სადაზვერვო სამსახურების ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

The New York Times-ის ცნობით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის მიღებაში დაეხმარა და ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი გაყინული აქტივი, რომელიც გაერო-ს სანქციების შემადგენლობაში შედიოდა, განბლოკა.

რუსეთის მთავრობამ ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტს რუსულ ბანკებში გაყინული ჩრდილოეთ კორეის 9 მილიონის განბლოკვის საშუალება მისცა.

The New York Times-ს დაზვერვის სამსახურების ოფიციალურმა პირებმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, განუცხადეს რომ მოსკოვმა ფხენიანს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე საბანკო ანგარიშის გახსნის უფლება მისცა.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარი „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკს“ ეხება, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში 2015 წელს დაარსდა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტში შეიყვანა.

წყარო: https://www.ekhokavkaza.com/

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way