USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
ილონ მასკის SpaceX-ის ღირებულება $175 მილიარდი გახდა
თარიღი:  857

კოსმოსური ინდუსტრიის ტიტანის, SpaceX-ის საბაზრო შეფასებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. Bloomberg-ის ინფორმაციით, ინვესტორები ილონ მასკის მიერ დაფუძნებულ სტარტაპს ამჟამად 175 მილიარდ დოლარად აფასებენ, რაც სტარტაპების ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინოვაციური კომპანია საფონდო ბირჟაზე ჯერაც კი არ არის დალისტული და მისი წილის შეძენა მხოლოდ კერძო გარიგების საფუძველზეა შესაძლებელი. სტარტაპის ეტაპზე ასეთი მაღალი შეფასება იმის მაუწყებელია, რომ SpaceX-ის IPO კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება და მისი კაპიტალიზაცია, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ მილიარდს მიაღწევს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ SpaceX-მა კოსმოსის ათვისების მიმართულებით ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების შექმნით კომპანიამ მარსის კოლონიზაციის ოცნება რეალისტურ მიზნად აქცია, სწორედ ამიტომ SpaceX ჭეშმარიტი #ტექლიდერი და პიონერია.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის