USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
BBC-ი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ამხელს
дата:  779

BBC-მ კეზერაშვილის ლონდონის 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეს მიაკვლია. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-მ საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა.

ჟურნალისტური გამოძიების ცნობით, ჯგუფ „მილტონის“ კომპანიებთან კავშირების მოკვლევის დროს 5 პირ იკვეთება. მათგან ოთხის სახელსა და გვარს კი ერთ ფიგურანტთან - თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან მივყავართ.

აუდიოსიუჟეტში ნათქვამია, რომ BBC-მ არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეძლო, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს მილტონის ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო სერვერს, რომლის მომხმარებლები მხოლოდ მილტონ ჯგუფის კომპანიები იყვნენ. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ სხვა უძრავ ქონებასთან ერთად კეზერაშვილი ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო თაღლითური სატელეფონო ცენტრი.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების სახელით ცნობილია თაღლითური სქემა, რის მიხედვითაც გარკვეული პირები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ, უფრო ზუსტად კი, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

https://www.bbc.com

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати