USD 2.6930
EUR 3.1627
RUB 3.5963
Tbilisi
BMG: „ჰერბია“ პროდუქციაზე ფასების ზრდას არ გამორიცხავს - რა გეგმები აქვს კომპანიას?
Date:  61

მწვანილისა და ბოსტნეულის ადგილობრივი მწარმოებელი „ჰერბია“ პროდუქციაზე ფასების შესაძლო კორექტირებას განიხილავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია ამ დრომდე, საკუთარი პირველადი წარმოების ხარჯზე ფასების სტაბილურობა შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა გაზრდილი საოპერაციო ხარჯების ფონზე ფასების გადახედვა არ გამოირიცხება.

"ჩვენ ვცდილობთ, რადგან პირველადი წარმოება გვაქვს, შევინარჩუნოთ არსებული პირობები, თუმცა არ არის გამორიცხული, ფასში კორექტირება მოხდეს. ეს საკითხი არც კომპანიის ინტერესშია, არც მომხმარებლის და ზოგადად არავის ინტერესში, თუმცა მნიშვნელოვანია, ფასწარმოქმნის ძირითადი კომპონენტები რამდენად იზრდება", - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

მისივე განმარტებით, ფასებზე გავლენას პირველ რიგში ენერგორესურსებისა და კომუნალური ხარჯების ზრდა ახდენს, დამატებით ზეწოლას კი ლოგისტიკის მიმართულებით საწვავის გაძვირება ქმნის : „ენერგია, კომუნალური ხარჯები და ლოგისტიკის ნაწილში საწვავის ფასები ის ფაქტორებია, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლოა პროდუქციის ფასის ზრდის მიზეზი გახდეს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ზურაბ ჯანელიძის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მასშტაბის შეიძლება იყოს შესაძლო გაძვირება, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით მიიღება.

„ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რამდენი პროცენტით შეიძლება გაიზარდოს ფასი. როცა ამის აუცილებლობა დადგება, ჩვენს მომხმარებელთან ისეთ ფორმაზე შევთანხმდებით, რომ ამან მათზე მკვეთრი გავლენა არ მოახდინოს“, - ამბობს ზურაბ ჯანელიძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფასების ზრდა ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის და საკითხი მხოლოდ განხილვის ეტაპზეა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ჰერბიაში“ აცხადებენ, რომ კომპანია განვითარების სტრატეგიას არ ცვლის, თუმცა საიუბილეო წელს ახალი მიმართულებების დამატებასა და მასშტაბის ზრდას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე ამბობს, 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარე წელი „განსაკუთრებული“ იქნება და კომპანია მხოლოდ არსებული მომხმარებლის შენარჩუნებაზე არ იქნება ორიენტირებული : „წელს ცოტა განსხვავებული გეგმები გვექნება, ვფიქრობთ, ეს წელი კომპანიისთვის განსაკუთრებული უნდა იყოს. არ ვსაუბრობთ მხოლოდ შენარჩუნებაზე - გვინდა, გავზარდოთ ჩვენი მომხმარებელთა ბაზაც და კომპანია სხვა ეტაპზე გადავიდეს“, - ამბობს ჯანელიძე.

მისივე თქმით, გეგმებშია ახალი პროდუქტების დამატება, ასევე ტურიზმისა და სასწავლო-შემეცნებითი მიმართულებების განვითარება : „კომპანია მზად არის იყოს ინოვაციების მიმწოდებელი, მათ შორის შემეცნებითი მიმართულებით, რაც ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობისთვის საინტერესო და საჭირო იქნება“, - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ამ ეტაპზე, უფრო მეტი დეტალის გაჟღერებისგან თავს იკავებს.

“ჰერბიამ” საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი გახდა. “ჰერბიას” სათბურები წყალტუბოსა და ბაღდათში 35 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო აქვს მოწყობილი, რომლებიც თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით არის აღჭურვილი. ის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს დაფასოებული პროდუქცია შესთავაზა. “ჰერბია” Global Gap-ის სერტიფიკატს ფლობს და ის მწვანილსა და ბოსტნეულს სასუქის გამოყენების გარეშე აწარმოებს. კომპანია წარმოებული პროდუქციის აფასოებს და საქართველოში არსებულ მსხვილ ჰიპერმარკეტებს ამარაგებს.

World
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way