USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): „რატომ აღარ იყენებს რუსეთი ყირიმის ხიდს თავისი ჯარების მოსამარაგებლად?“
дата:  407

დიდი ბრიტანეთის გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ აღარ იყენებს რუსეთი ყირიმის ხიდს თავისი ჯარების მოსამარაგებლად?“ (ავტორი - არპან რაი), რომელშიც საუბარია ექსკლუზიურად მიღებულ ფაქტებზე. „მოსკოვი ცდილობს, რომ უკრაინაში მოქმედი რუსეთის არმიის ქვედანაყოფების იარაღით და სხვა მასალებით მომარაგების უზრუნველსაყოფად, ქერჩის სრუტეზე გადებული ყირიმისა და ტამანის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდით აღარ ისარგებლოს“, - ნათქვამია სტატიაში.

რატომ მიიღო მოსკოვმა ასეთი გადაწყვეტილება და რომელი ალტერნატიული გზებით უნდა განხორციელდეს რუსეთის არმიის მომარაგება?

როგორც კოსმოსური თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოსურათები აჩვენებენ, ხიდზე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს - ყირიმის ანექსიის შემდეგ - ააშენა, სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა თითქმის  აღარ შეიმჩნევა.

როგორც უკრაინის კერძო სადაზვერვო სააგენტო „მოლფარის“ ანალიტიკოსები ამბობენ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მასზე მხოლოდ ერთმა სატვირთო მატარებელმა გაიარა - 29 თებერვალს, საწვავის 55 ცისტერნით, ხოლო მარტ-აპრილში ხიდის მეშვეობით რუსეთის სამხედრო ტექნიკა საერთოდ არ გადაადგილებულა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქერჩის ხიდი უკვე აღარ ასრულებს მნიშვნელოვან როლს რუსეთის ჯარების მომარაგებაში და უკრაინის არმიისათვის ეფექტურ სამხედრო სამიზნეს აღარ უნდა წარმოადგენდეს. საინტერესოა, რომ ხიდის გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც უკრაინის დრონებმა 2023 წლის 17 ივლისს მისი საავტომობილო ნაწილი და სარკინიგზო ხაზი დააზიანეს.  პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმისა და ტამანის დამაკავშირებელ საკომუნიკაციო ობიექტს „კანონიერი სამხედრო სამიზნე“ უწოდა - „ყირიმის ხიდს ომი მოაქვს და არა მშვიდობა, ამიტომ მისი ნეიტრალიზება უცილებელია“.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილ მალიუკას განცხადებით, სანამ 17 ივლისს ქერჩის (ყირიმის) ხიდზე აფეთქებები განხორციელდებოდა, ყოველდღიურად მასზე იარაღით დატვირთული დაახლოებით 40 სამხედრო ეშელონი გადადიოდა. ამჟამად კი დღეში მხოლოდ ოთხი სამგზავრო მატარებელი დადის.

დაკვირვების შედეგები აჩვენებს, რომ მოსკოვი სახმელეთო მარშრუტების გამოყენებაზე გადავიდა და სარგებლობს უკრაინის ანექსირებული ტერიტორიებზე არსებული სატრანსპორტო კომუნიკაციებით. მკვეთრად არის გაზრდილი ტვირთების მოძრაობა ტამანიდან როსტოვის ოლქის მიმართულებით.

როგორც „ინდეფენდენთის“ კორესპონდენტს „მოლფარის“ გენერალურმა დირექტორმა არტემ სტაროსეკმა შეატყობინა, ახლა კიევს მოუწევს თავისი ყურადღება გაამახვილოს დონბასის სამხრეთით მდებარე მელიტოპოლზე, ბერდიანსკზე და მარიუპოლზე, სადაც სახმელეთო კომუნიკაციები - საავტომობილო გზატკეცილები მოქმედებენ და რუსეთის სარკინიგზო ჯარები რკინიგზის დაზიანებულ ხაზს არემონტებენ (140 კილომეტრიან მონაკვეთს) და ახალი გაჰყავთ (63-კილომეტრიანი მონაკვეთი). მოსალოდნელია, რომ გზის მშენებლობა ზამთრის დაწყებამდე დასრულდება.

ვასილი სტაროსეკის თქმით, უკრაინისათვის უფრო მომგებიანი იქნება სახმელეთო მარშრუტების განადგურებაზე გადავიდეს იმის ნაცვლად, რომ თავისი რესურსები ყირიმის ხიდზე დახარჯოს. „დღეს სწორედ სახმელეთო გზები წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს, ვიდრე სამხედრო ტვირთების გარეშე დარჩენილი ყირიმის ხიდი“, - ამბობს „მოლფარის“ გენერალურმა დირექტორი, - დასავლეთისაგან მიღებული იარაღი იმ გზების დაზიანება-განადგურებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, რომლითაც რუსეთის არმია საბრძოლო მასალებს იღებს“.

წყარო: https://www.independent.co.uk/news/world/europe/ukraine-war-crimea-bridge-russia-land-routes-b2540140.html

 

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати