USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
The Daily Telegraph: „ფრანგ უკიდურეს მემარცხენეებს ევროზონის დანგრევა შეუძლიათ“
Date:  

ბრიტანული გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ფრანგ უკიდურეს მემარცხენეებს ევროზონის დანგრევა შეუძლიათ“ (ავტორი - მეთიუ ლაინი), რომელშიც არჩევნებისშემდგომი ფრანგული ეკონომიკის სავარაუდო სიტუაციაა გადმოცემული. „ფრანგებს წინ, დიდი ალბათობით, ეკონომიკური კრიზისი ელოდებათ“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საფრანგეთში ულტრაპოპულისტების ხელისუფლებაში მოსვლის საფრთხე ჩახშობილია. უკიდურეს მემარჯვენეებს, მარინ ლე პენის სახით, მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა წაერთვათ. გარკვეულწილად, ბევრი ფიქრობს, რომ თავიდან იქნა აცილებული ფინანსური კრიზისიც, ანუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, მაგრამ სიტუაცია მთლად ასე მარტივად არ არის. ფრანგებმა ხმა არ მისცეს ულტრამემარჯვენეებს, მაგრამ სამაგიეროდ, ხელისუფლებაში ულტრამემარცხენეები მოიყვანეს, რომლებიც მაინცდამაინც დიდად არ განსხვავდებიან თავიანთი კონფლიქტური „მოძმეებისაგან“.

დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით, სადაც ლეიბორისტების გამარჯვება, პრინციპში, პროგნოზირებული იყო და დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა, საფრანგეთში მემარცხენე ძალების ალიანსის („ახალი სახალხო ფრონტის“) წარმატებამ შოკური ეფექტი გამოიწვია. მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ დაბლოკვამ (რის შესაძლებლობასაც ფრანგული საარჩევნო სისტემა იძლევა - კანდიდატების მოხსნის წესით) შედეგად ის მოიტანა, რომ უდიდესი ძალაუფლება (მთავრობის ჩამოყალიბების მხრივ) მემარცხენე ალიანსმა მიიღო, რომელშიც ჟან-ლიუკ მელანშონის პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ დომინირებს.

ბედის ირონიით, მელანშონის პარტია უფრო ექსტრემისტულია, ვიდრე მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“. და თუ ამას დავამატებთ იმას, რომ, როგორც ამბობენ, თვითონ პარტიის ლიდერი კრემლის აპოლოგეტს წარმოადგენსო, ყველაფერი რთული ხდება.

შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რას გააკეთებს საფრანგეთის ახალი მთავრობა, რომლის შექმნა შეიძლება კვირეების განმავლობაში გაგრძელდეს (მაკრონისტებსა და მემარცხენეების კონფრონტაციის გამო): უპირველეს ყოვლისა, კოალიციურ მთავრობას. მოსახლეობის უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფო ხარჯების სწრაფი გაზრდა მოუწევს. არ არის გამორიცხული, რომ საფრანგეთმა დასახმარებლად ევროპის ცენტრალურ ბანკს მიმართოს, მაგრამ, თუ მთავრობა ჟან-ლიუკ მელაშონის პარტიით დაკომპლექტება, საეჭვოა ევროპის ბანკმა მას დახმარების ხელი გაუწოდოს.

მცარი რეალობა ასეთია; ფრანგი ამომრჩევლები, უფრო მეტად. ვიდრე ბრიტანელები, მზარდი სახელმწიფო ხარჯების მძევლები გახდნენ. ერთი სეხედვით, თითქოსდა მოქალაქეებისათვის კარგია სოციალური გდახდებისა და შეღავათების ზრდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთ პოლიტიკას კრიზისამდე მივყავართ. არადა, ბრიტანეთში ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას ხმა მისცა ამომრჩეველტა თითქმის 80%-მა. იგივე მოხდა საფრანგეტშიც.

მსგავსი მაგალითები ევროპის მასშტაბით საკმაოდ ბევრია. ვთქვათ, საბერძნეთი, სადაც ხარჯები იზრდებოდა, მოსახლეობა თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ სახელმწიფოს ვალებიც მატულობდა. საბოლოოდ, ევროზონაში რომ დარჩენილიყო, ათენი იძულებული გახდა რადიკალური ნაბიჯი გადაედგა. ფრანგებს ჰგონიათ, რომ მეზობლები დაეხმარებიან. ადრე თუ გვიან ასეთი მიდგომა სისტემის კრახს გამოიწვევს. ბედის ირონიით, არჩევნებში გამარჯვებულები საფრანგეთს უფრო მეტ ზიანს მიაყენებენ, ვიდრე ის მემარჯვენეები, რომლებიც ამომრჩეველმა უარყო და პოლიტიკურ სარბიელზე მიღწეულ წარმატებაში, ნებით თუ უნებლიედ, ხელი შეუწყო უკიდურეს მემარცხენეებს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/07/08/france-hard-left-threaten-eurozone/

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way