USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
„ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ ივანიშვილის, რუხაძის და ბეჟუაშვილის ოჯახების საკუთრება გახდა
თარიღი:  1615

კaომპანია “ცემენტ ინვესტმა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს თანაინვეტირების ფონდის, ჰანიველ პარტნერზისა და ბატონი დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს, სრულად გამოისყიდა „Heidelberg Materials“-ის წილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და „თერჯოლა კარიერში“ (ერთობლივად „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“).

„ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ ლიდერია ცემენტისა და ცემენტთან დაკავშირებული პროდუქტების წარმოებისა და დისტრუბუციის ბაზარზე საქართველოში. ის მართავს ცემენტის სრული ციკლის წარმოების ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში, ინერტული მასალების ორ საწარმოს, ცემენტის ტერმინალს სუფსაში და ბეტონის თოთხმეტ სტაციონალურ და მობილურ ქარხანას მთელი საქართველოს მასშტაბით.

მას შემდეგ, რაც 2017 წელს „Heidelberg Materials“ და “ცემენტ ინვესტი“ პარტნიორები გახდნენ, მათი ერთობლივი მენეჯმენტის ქვეშ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველომ“ წარმატებით განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმადობისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის კლინკერის წარმოების ახალი მშრალი მეთოდით მოქმედი ქარხანა კასპში. ამ უკანასკნელმა ინვესტიციამ, რომლის მოცულობამ 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, კომპანიას  ტექნოლოგიურ გარდატეხასთან ერთად მოუტანა ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება და უპრეცედენტო ზრდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ შეინარჩუნებს სავაჭრო სახელსა და ყველა იმ ტექნიკურ მხარდაჭრას, რომელსაც კომპანიას აქამდე „ჰაიდელბერგ მატერიალზი“ უწევდა. სამომავლოდ, შესაძლოა მოხდეს ბრენდის ცვლილება.

კომპანიის ინვესტორები გეგმავენ გააგრძელონ მისი გაფართოება წარმადობის ზრდის, ტექნოლოგიური გაუმჯობესებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც ისინი ცემენტისა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესს ფლობენ. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს“ მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მათი საინვესტიციო მიდგომა, რომელიც მხოლოდ საქართველოზეა ფოკუსირებული.

კომპანია „ცემენტ ინვესტის“ ინვესტორები ფლობენ და მართავენ წარმატებულ კომპანიებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის: წარმოების, სასტუმრო ინდუსტრიის, ფინანსური ინსტიტუტების, მედია და ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის მიმართულებით.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის