USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, იწყება სპორტული ჩემპიონატი „გლდანის თასი მინი ფეხბურთში - 2023 “
Date:  396
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, იწყება სპორტული ჩემპიონატი „გლდანის თასი მინი ფეხბურთში - 2023 “.
 
ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლის ზემოთ, გლდანის მცხოვრებლებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს. რეგისტრაცია ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს აპლიკაციის მეშვეობით დარეგისტრირებული პირველი 16 გუნდი. ტურნირი ჯგუფური ეტაპებით დაიწყება და ოლიმპიური სისტემით (პლეი ოფებით) გაგრძელდება.
 
საპრიზო ადგილზე გასული გუნდების თითოეულ წევრს სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემა.
I ადგილზე გასული გუნდის წევრები 200 -ლარიან;
II ადგილზე გასულები - 150-ლარიან,
ხოლო III ადგილზე გასული გუნდის წევრები 100-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერებს მიიღებენ.
 ასევე, დასახელდებიან სამ ნომინაციაში გამარჯვებულები. ეს ნომინაციებია:
 საუკეთესო ფეხბურთელი,
 საუკეთესო მეკარე,
 ბომბარდირი.
 ნომინაციებში გამარჯვებულებს სავაჭრო ცენტრის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.
 „გლდანის თასი მინი ფეხბურთში - 2023 “-ის ტურნირზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ივნისი.
 რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე:
 ტურნირის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, გუნდის კაპიტნებს საორგანიზაციო ჯგუფი დაუკავშირდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 45 46 46
tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way