USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
дата:  635

'თბილისი პოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტე აღსდგა !!!

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული. დღე, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულია, ყველაზე დიდი სიხარულის და იმედის მომტანია.

«ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!» – ასე ესალმებიან ერთმანეთს ქრისტიანები აღდგომას. ამ სიტყვებში თავმოყრილია მთელი ჩვენი რწმენა, სიყვარული და სიხარული. ეს არის ცოდვაზე და სიკვდილზე გამარჯვების ზეიმი.

აღდგომის რწმენამ გაგაძლიეროთ, მშვიდობა და ბედნიერება მოუტანოს თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს!

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати