USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«ZDF» (გერმანია): „როგორ არის გაყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საზოგადოება: მოლდოვა და საქართველო - პუტინის მომხრეები და მოწინააღმდეგეები“
Date:  512

გერმანული ფედერალური ტელეარხის „ცე-დე-ეფ“-ის (2DF//ZDF -  Zweites Deutsches Fernsehe) ეთერში ორ ივლისს გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი მოლდოვასა და საქართველოს შესახებ, რომლის ტექსტი ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით: „როგორ არის გაყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საზოგადოება: მოლდოვა და საქართველო - პუტინის მომხრეები და მოწინააღმდეგეები“ (ავტორი - სებასტიან ემი).

ვიდეოსიუჟეტი იწყება მოლდოვაში შექმნილი სიტუაციის მიმოხილვით:

„დღეს მოლდოვური საზოგადოება გაყოფილია ისე რადიკალურად, როგორც არასდროს: მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს სურს, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში, მათ არაფერი საერთო არ უნდათ რუსეთთან, მაგრამ მეორე ნახევარი რუსეთთან ახლო ურთიერთობის მომხრეა. მოწინააღმდეგეები უფრო მეტად ქალაქებშია - ისინი შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინის ერთად მოლდოვასაც თავს დაესხმება. სოფლებში კი პირიქით - მომხრეებს მიაჩნიათ, რომ რუსეთთან ურთიერთობა ბევრი სიკეთის მომტანია, მაგალითად, ენერგეტიკით (იაფფასიანი გაზით) უზრუნველყოფის სფეროში“, - აღნიშნავს კორესპონდენტი და მოლდოვას მოსახლეობის წარმომადგენლებს ესაუბრება - ქალაქისა და სოფლების მცხოვრებლებს.

რეპორტაჟი საქართველოდან:

„ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსაც სურს, მაგრამ რუსეთს ამის დაშვება არ უნდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს - სამხრეთკავკასიური ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირება მოახდინა. რუსული ტანკები თბილისიდან - საქარტველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იდგნენ. ამიტომაც ბევრი ქართველი უკრაინის მომხრედ გამოდის. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობა დაპროგრამებულია... თუმცა, როგორც კი რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, ათი ათასობით რუსი სწორედ საქართველოში გამოიქცა“, - აღნიშნავს ტელეჟურნალისტი სებასტიან ემი, რომელიც თბილისში იმყოფება და ქართული საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ წარმომადგენლებს ესაუბრება - გირჩის“ აქტივისტს ბადრი გრიგალაშვილს, „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს (ვიდეოსიუჟეტში რატომღაც ხელისუფლების - მმართველი პარტიის - მომხრეები არ ჩანან).

გერმანელი ჟურნალისტის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას პრორუსულობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა არასაკმარისად აკრიტიკებს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო და დასავლური ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებისაგან მეტწილად თავს იკავებს.  გარდა ამისა, რუსების მოზღვავებამ საქართველოში ნეგატიური შედეგები მოიტანა - მკვეთრად გაიზარდა ფასები საცხოვრებელ ფართობზე. ვიდეოსიუჟეტის ავტორი ესაუბრება სტუდენტ გიორგის, რომელიც, საცხოვრებელი ბინის ქირავნობის მაღალი ფასების გამო ძალიან რუსების მიმართ ძალიან ნეგატიური განწყობა აქვს.

„რასაკვირველია, რუსების საქართველოში მომრავლება ქართული საზოგადოების ანტირუსულ დამოკიდებულებას აძლიერებს. ეკატერინა, რომელიც ომის წინააღმდეგ არის განწყობილი და რუსეთიდან ვლადიმერ პუტინის რეჟიმს გასული წლის მარტში გამოექცა, ამბობს, რომ მას სამშობლოში მოღალატედ თვლიან, ხალხის მტრად და უცხოელ აგენტად.

„ემიგრაცია სასიამოვნო და კარგი არ არის. რაც არ უნდა იყოს, საქართველო ჩემთვის მაინც უცხო ქვეყანას წარმოადგენს, უცხო ხალხს, ახალ ცხოვრებას, რომლის მიჩვევას ხშირად ხანგრძლივი დრო ჭირდება“, - ამბობს კატერინა. კიდევ ერთი რუსი მიგრანტი - ალექსანდრე, გერმანელ ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს, რომ იგი აშკარად გრძნობს ქართველების ანტირუსულ დამოკიდებულებას: „ადგილობრივ მოსახლეობას ეშინია, რომ რუსეთის არმია საქართველოში თავმოყრილი რუსების უფლებების დაცვის მოტივით ისევ შემოიჭრება“.

მოკლედ, ქართველებს მიაჩნიათ, რომ სწორედ რუსების მიერ გამოწვეული  ფასების  ზრდის გამო ზარალდებიან, რუსები კი საქართველოში თავს ბედნიერად არ თვლიან და გრძნობენ, რომ მათ მიმართ დაძაბული განწყობაა შექმნილი. როგორც ხშირად ხდება ხოლმე,  ასეთ ომში გამარჯვებული არ ჩანს“, - ასკვნის გერმანელი ჟურნალისტი ვიდეოსიუჟეტის დასასრულს.

წყარო:

https://www.zdf.de/nachrichten/politik/moldau-georgien-ukraine-krieg-russland-100.html

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way