USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
გასული კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა სამჯერ სცადეს
Date:  519

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმა სულ მცირე სამჯერ ჩაიშალა. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Times-ი წერს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის გაგზავნეს ორი სხვადახვა ჯგუფი - დაქირავებულები მებრძოლები პროკრემლისტური დაჯგუფება „ვაგნერიდან“ და ასევე ჩეჩნეთის სპეცრაზმიდან.

როგორც წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, „ვაგნერის“ დაქირავებულმა რაზმმა კიევში დიდი მსხვერპლი განიცადა. ამასთან, ისინი შეშფოთებულნი იყვნენ, თუ რამდენად ზუსტად განჭვრიტეს უკრაინელებმა მათი ქმედებები.

მათივე ინფორმაციით, შაბათს, კიევში გაანადგურეს ჩეჩენ დაქირავებულთა რაზმი, რომელიც ასევე ზელენსკის მკვლელობას გეგმავდა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way