USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
გასულ ღამეს რუსებმა კიევზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
дата:  1432
გასულ ღამეს რუსებმა კიევზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
 
როგორც კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ტიმურ ტკაჩენკო ამბობს, მთელი ღამის განმავლობაში რუსები იყენებდნენ დამრტყმელ დრონებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად.
 
"დედაქალაქში დაზიანდა 7 დასახლება. დაზიანება და ხანძრის კერები არის მაღალ საცხოვრებელ კორპუსებში და კერძო ახლებში. ცეცხლი ეკიდა მანქანებსა და საწყობებს" | წერს ტკაჩენკო.
 
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული თავდასხმის შედეგად დედაქალაქში 4 ადამიანი დაშავდა.
 
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати