USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს განაგრძობს
თარიღი:  2430

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს განაგრძობს. ამჟამად, სამუშაოები დიღმის ტყე-პარკში განხორციელდა.

ტერიტორიაზე, 6 200 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე და 200 ძირი ბუჩქი შეიწამლება. მწვანე ნარგავების შეწამვლა ფიტოსანიტარიული მონიტორინგის საფუძველზე მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე არსებული ჭადრები შეიწამლა. შეწამვლის სამუშაოები შემდეგ მისამართებზეც გაგრძელდება:
რუსთაველის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ყაზბეგის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, რობაქიძის გამზირი, წერეთლის გამზირი, კახეთის გზატკეცილი, მოსკოვის გამზირი, ბოგდან ხმელნიცკის გამზირი, შარტავას ქუჩა, ა.კალანდაძის ქუჩა, გ.ჭყონდიდელის ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, დ.აღმაშენებელის გამზირი, აგლაძის ქუჩა, კანდელაკის ქუჩა, ნუცუბიძის ქუჩა, ც.დადიანის გამზირი, ი.ჭავჭავაძის გამზირი, ქეთევან წამებულის გამზირი, ფალიაშვილის ქუჩა და ი.აბაშიძისს ქუჩა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ფიტოსანიტარული კვლევები შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მიმდებარე ფერდობები (კვიპაროსები), ბაგები-წყნეთის გზატკეცილი, სამღერეთის ქ. N3-სანერგე, თბილისი ზღვაზე მდებარე სანატორიუმი, „ქართლის“ მიმდებარედ არსებული სანერგე მეურნეობა, კახეთის გზატკეცილი, ჯავახეთის ქუჩა, გაფრინდაშვილის ქუჩა, ფარნავაზ მეფის ქუჩა, ბალანჩინის და მირიან მეფის მიმდებარედ სკვერში არსებული მწვანე ნარგავები, შეშელიძის ქუჩა, ბაქრაძის ქუჩა, ასათიანის ქუჩა, ზემო ფონიჭალის შუა ზოლი, თამარაშვილის ქუჩა, ვაკის პარკი.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის