USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
გაბრიელ სალოსის გამზირის N156-ის მიმდებარედ, 1700 კვ.მ. ფართობზე, სკვერს მოაწყობა
дата:  414

ისნის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად განაგრძობს. ამჟამად, გაბრიელ სალოსის გამზირის N156-ის მიმდებარედ, 1700 კვ.მ. ფართობზე, სკვერს მოაწყობს.

პროექტის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, საბაღე სკამები და ურნები განთავსდება, ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და გამწვანდება.
ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა.

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარით დაფინანსდა.

Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати