USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
BBC News : „როგორ უყურებს ჩინური ელიტა ვლადიმერ პუტინს და მის ომს უკრაინაში“
дата:  734

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC News) აქვეყნებს თავისი ჩინური სამსახურის რედაქტორის ჰოვარდ ჩანის სტატიას სათაურით „როგორ უყურებს ჩინური ელიტა ვლადიმერ პუტინს და მის ომს უკრაინაში“.

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შემოკლებულ შინაარსს:

ბოლო დროს გაჩნდა იმის ნიშნები, რომ პეკინს ერთი შეხედვით შეუმჩნევლად და ფაქიზად შეაქვს კორექტივები თავი საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, მათ შორის რუსეთთან დამოკიდებულებაშიც.

ქვეყნის შიგნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა მოულოდნელად შეაჩერა „ნულოვანი კოვიდის“ კურსის განხორციელება და შეარბილა რიტორიკა „საერთო აყვავების“ შესახებ. იმავდროულად იგი ცდილობს ბიზნესისადმი ნდობის აღდგენასაც.

საერთაშორისო არენაზეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩინური სახელმწიფო მასმედია უკრაინის ომს ისევ პრორუსული და ანტიდასავლური პოზიციიდან აგრძელებს, საერთაშორისო პოლიტიკის ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პეკინი მოსკოვს ისე მტკიცედ აღარ უჭერს მხარს, როგორც ადრე უჭერდა.

ჩინეთის ოფიციალური მასმედიის მიხედვით, ამას წინათ დანიშნულმა საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ცინ განმა 9 იანვარს ტელეფონით ისაუბრა თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან. მან ჩინეთ-რუსეთის ერთმანეთთან დამოკიდებულება შეაფასა როგორც „მიუმხრობლობის პრინციპებზე“ აგებული ურთიერთობად, არაკონფრონტაციულად და არმიმართულად მესამე მხარის წინააღმდეგ“. თუ ამ მომენტებს ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის მიერ გასული წლის თებერვალში ხელმოწერილ დეკლარაციას შევადარებთ, რომელშიც „პეკინსა და მოსკოვს შორის უსაზღვრო მეგობრობის“ პრინციპი იყო გამოხატული, საკმაოდ მნიშვნელოვან განსხვავებას შევამჩნევთ.

ბევრმა ასევე შენიშნა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი ჯაო ლიციანი, რომელსაც მეტსახელად „მეომარ მგელს“ ეძახდნენ თავისი მკვეთრი ანტიდასავლური პოზიციის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჩინელი პროსამთავრობო პოლიტოლოგები პრივატული საუბრების დროს ამბობენ, რომ იმედგაცრუებულები არიან და სრულიად არ ელოდნენ იმას, რომ ვლადიმერ პუტინი ასეთ აშკარა წარუმატებლობას განიცდიდა უკრაინასთან ომში. თუ გადავხედავთ ამასწინანდელ უახლოეს ისტორიას და გავიხსენებთ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა პეკინს სხვა რეგიონული  კონფლიქტების მიმართ, ახლაც უნდა ველოდოთ, რომ ჩინეთი პრაგმატულად იმოქმედებს და მოემზადება, რომ შეარბილოს ის სავარაუდო შედეგები, რაც შეიძლება ომში რუსეთის შესაძლო დამარცხებას მოჰყვეს. პეკინს შეუძლია შუამავლობაც კი სცადოს - გარკვეულწილად საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

მაგრამ იმავდროულად ნაკლებადსავარაუდოა, რომ ჩინეთი ღიად იტყვის უარს წლების განმავლობაში გატარებულ პოლიტიკაზე, ანუ დასავლეთის მხარეზე გადავა და ვლადიმერ პუტინს დაგმობს.

წყარო: https://www.bbc.com/russian/live/news-64082274

მოამზადა სიმონ კილაძემ

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати