USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
"ევროპელი სოციალისტი" ფრიდონ ინჯია - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური უმცირესობის შეკრება უნდა შეიზღუდოს
дата:  

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური უმცირესობის შეკრება უნდა შეიზღუდოს, - ამის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებული აქვს.

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ არსებობდეს სექსუალური უმცირესობა. ისინი არსებობდნენ და იარსებებენ ყოველთვის. რაც შეეხება მათ პროპაგანდას - ეს უნდა იყოს გარკვეულწილად შეზღუდული. შეზღუდული უნდა იყოს მათი შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, - განაცხადა ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიამ კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати