USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი - "პანდემიის დროს ჩინეთი ევროპის საავადმყოფოებზე სისტემატურ კიბერთავდასხმებს ახორციელდებდა"
თარიღი:  533

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეინმა დაადანაშაულა ჩინეთი კორონავირუსული დაავადების პანდემიის განმავლობაში კიბერშეტევის განხორციელებაში ევროპის წამყვანი საავადმყოფოების კომპიუტერულ მართვით ცენტრებზე. მისი თქმით, ევროკავშირი ვერ იქნება ტოლერანტული ამ მავნებლური ქმედების მიმართ.

ზემოხსენებული ბრალდებები გამოითქვა ევროკავშირ-ჩინეთის ერთობლივი სამიტის დროს, რომელიც 22 ივნისს გაიმართა. ამის შესახებ ვონ დერ ლეინმა და საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა ისაუბრეს ჩინელ პარტნიორებთან, პრემიერ ლი კეციანთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

„ჩვენ ვნახეთ კიბერ შეტევები საავადმყოფოებსა და სპეციალურ გამომთვლელ სისტემურ ცენტრებზე.ჩინეთის დეზინფორმაციული კამპანიის მიმართ ტოლერანტულები ვერ ვიქნებით “- ამის შესახებ გაამახვილა ყურადღება ფონ დერ ლეინმა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია აგრეთვე, რომ ავსტრალიის მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ვებ-გვერდებზე თავდასხმაში დამნაშავის კვალი სწორედ ჩინეთზე მიდიოდა.

„სახელმწიფოს დონის აქტორი, რომელსაც სერიოზული შესაძლებლობები გააჩნია განახორციელა კიბერ თავდასხმა მნიშვნელოვანი სამსახურების ინფორმაციის მომწოდებლებზე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატორებზე“- განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის