USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ევროკავშირი უკრაინას დღეს 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს
Date:  804

უკრაინას დღეს 3 მილიარდ ევროს გადავცემთ - „დიდი შვიდეულის“ სესხის ფარგლებში ევროკავშირის წილის პირველ გადახდას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, რუსეთის აგრესიული ომიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, უკრაინას შეუძლია მეგობრების და პარტნიორებზე იმედი ჰქონდეს. ურსულა ფონ დერ ლაიენი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა, რათა მან თავისუფლებისთვის ბრძოლა გააგრძელოს და გაიმარჯვოს.

გასული წლის ბოლოს, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სესხის პირველ ტრანშს უკრაინა 2025 წლის იანვრის დასაწყისში მიიღებდა. სესხის მთლიანი თანხა, 18,1 მილიარდი ევრო, კიევს 2025 წლის განმავლობაში გადაეცემა და ის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის დაიფარება.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way