USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
«Deutsche Welle» (გერმანია): „უნგრეთი ევროპას ძველი დიდების დაბრუნებას პირდება“- უკრაინა უნგრულ ჰორიზონტზე არ მოჩანს“
дата:  411

გერმანული „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) ევროკავშირში უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებას ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „უნგრეთი ევროპას ძველი დიდების დაბრუნებას პირდება“ (ავტორები - ასია მილერი და ჟან როფე). „ბუდაპეშტის ევროპული დევიზი ძალიან ჰგავს აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მოწოდებას“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში და იქვე ხაზგასმულია: „უკრაინისადმი დახმარება უნგრეთისათვის პრიორიტეტული არ არის“.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

უნგრეთი, რომელიც რამდენიმე დღეში - ივლისიდან - ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდება, ისარგებლებს ლოზუნგით Make Europe Great Again („გავხადოთ ევროპა ისევ დიდებული“ = „დავუბრუნოთ ევროპას ძველი დიდება“). თუ დავაკვირდებით, ბუდაპეშტის ლოზუნგი საკმაოდ ჰგავს დონალდ ტრამპის მოწოდებას ამერიკისათვის ძველი დიდების დაბრუნების თაობაზე. ამასთან, ბუდაპეშტის ევროპულ გეგმებში უკრაინისადმი დახმარებაზე ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი.

„ჩვენი დევიზი გულისხმობს აქტიურ და პრაქტიკულ თავმჯდომარეობას - იმედს იმაზე, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერების ვიქნებით, ვიდრე განცალკევებულად და რომ ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვართ“, - განაცხადა იანოშ ბოკამ, ევროკავშირის საქმეების უნგრელ,ა მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც მან თავმჯდომარეობის პროგრამა წარადგინა.

პრიორიტეტი: ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან

უნგრეთმა თავისი სამომავლო თავმჯდომარეობის პერიოდისათვის შვიდი პრიორიტეტი დაასახელა, რომელთა მისაღწევად ბუდაპეშტი ძალისხმევას არ დაიშურებს. ერთ-ერთ მათგანს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა წარმოადგენს.

ბუდაპეშტის აზრით, უკანონო მიგრანტებთან ბრძოლა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის აქტიურ და ეფექტურ თანამშრომლობას გულისხმობს, რომ თავიდან იქნას აცილებული მიგრაციის წარმომშობი მიზეზები და წინასწარ იქნეს დადგენილი სავარაუდო ტრანზიტი. „მიგრაციის ზეწოლა ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნებისათვის უდიდეს ტვირთს წარმოადგენს, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც ევროკავშირის გარე საზღვრებზე მდებარეობენ“, - აღნიშნა იანოშ ბოკამ პრეს-კონფერენციაზე.

„უკრაინა უნგრეთის ჰორიზონტზე არ ჩანს“

„უნგრეთი, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე, თავის ამოცანად ისახავს „დააბალანსოს“ ევროკავშირის გაფართოების პროცესები, კონკრეტულად კი „სამეულისათვის“ - უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის - კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ფონზე ყურადღება მიაქციოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც“, - განაცხადა უნგრეთის წარმომადგენელმა ბალინთ ოდორმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ბუდაპეშტი შეეცდება რაც შეიძლება მეტი მოლაპარაკება დაასრულოს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის კანდიდატ ქვეყნებთან.

„დოიჩე ველეს“ კორესპონდენტის კითხვაზე, როგორი იქნება ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთთან, რომელიც უკრაინასთან აგრესიულ ომს აგრძელებს, აგრეთვე უკრაინისადმი დახმარების საკითხთან მიმართებით, ბალინთ ოდორმა საკმაოდ ზოგადად  უპასუხა, რომ ბუდაპეშტი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას და როცა საჭირო და აუცილებელი იქნება, დღის წესრიგში განსახილველად ყველა აუცილებელ ასპექტს შეიტანს“.

ბრიფინგის დროს ჩამოთვლილ პრიორიტეტებს შორის შესიტყვება „უკრაინისადმი მხარდაჭერა“ არ გაჟღერებულა, მაგრამ ვრცლად იყო ლაპარაკი ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ევროკავშირის კონკურენტუნარიანობა, ეკონომიკური ურთიერთობა მესამე ქვეყნებთან, თავდაცვითი პოლიტიკა, თანამშრომლობა იარაღის შესყიდვის სფეროში... მოკლედ, უნგრეთი განგებ არ აკეთებს აქცენტს უკრაინაზე და არ აკონკრეტებს, რით და როგორ დაეხმარება ევროკავშირი კიევს მისი თავმჯდომარეობის დროს.

წყარო: https://www.dw.com/ru/vengria-obesaet-sdelat-evropu-snova-velikoj/a-69404072

 

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати