USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ელჩი დეგნანი „უცხოური გავლენის" კანონპროექტების შესახებ - ეს კანონები ძირს გამოუთხრის იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ ამდენი წელი აშენა
Date:  505

„ამ კანონების მიზანია, დაიბლოკონ ქართველები, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან. ესენი არიან ქართველები, რომლებიც თავიანთ საზოგადოებაში პრობლემების გადაჭრასა და სერვისების მიწოდებას ცდილობენ, იქნება ეს კლიმატის ცვლილების საკითხი, ბიზნესასოციაციების, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება თუ ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იურიდიული დახმარების აღმოჩენა. ეს კანონები ცალსახად შეესაბამება რუსულ კანონს, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გარიყვაა. მისი მიზანი განსხვავებული ხმის ჩახშობაა. როდესაც უყურებ, რა ხდება ახლა რუსეთში, ხედავ, როგორი ეფექტიანი აღმოჩნდა რუსული კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული ხმის გასაჩუმებლად.


საქართველომ ბევრი იბრძოლა დემოკრატიის ასაშენებლად და თავისუფლების დასაცავად. ეს კანონები ძირს გამოუთხრის იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ ამდენი წელი აშენა. ამიტომ გესმით წუხილი გაეროსგან, ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისგან, საქართველოს ბევრი დიდი ხნის მეგობრისგან, რომელიც 30 წელზე მეტია საქართველოსთან ერთად მუშაობს საქართველოს თავისუფლების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თავისუფლების დასაცავად და ინსტიტუტების ასაშენებლად. ამიტომ წუხს ასე ძალიან ხალხი. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი". - ელჩი დეგნანი „უცხოური გავლენის" კანონპროექტების შესახებ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way