USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი მოკლეს
Date:  716

ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველთან გამართული შეხვედრის შემდეგ მოკლეს.

59 წლის ფერნანდო ვილავიჩენსიოს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ქალაქ კიტოში გამართულ ღონისძიებას ტოვებდა. მისი გუნდის წევრის განცხადებით ფერნანდო ვილავიჩენსიო ავტომობილში ჯდებოდა, როცა მამაკაცი წინ გადაუდგა და თავში ესროლა.

მოკლულია ეჭვმიტანილიც, რომელიც დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ორხმრივი სროლის დროს დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

ფერნანდო ვილავიჩენსიოს საპრეზიდენტო კამპანია ფოკუსირებული იყო უსაფრთხოებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. პრეზიდენტობის კანდიდატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მას და მის გუნდს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ბანდის ლიდერი ემუქრებოდა.

ეკვადორის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, გილერმო ლასომ პირობა დადო, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 აგვისტოს ჩატარდება.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way