USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ეფექტური ვაქცინის გამოყენებამდე კორონავირუსმა, შესაძლოა, 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს
თარიღი:  619

ჯანმო-ს საგანგებო მდგომარეობების დირექტორი მაიკ რაიანი აცხადებს, რომ ეფექტური ვაქცინის გამოყენებამდე კორონავირუსმა, შესაძლოა, 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.

მან შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ევროპაში ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება.

„ამ დიდ რეგიონში დაავადების შემთხვევების შემაშფოთებელ ზრდას ვხედავთ,“-აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მან ევროპელებს მოუწოდა, ჰკითხონ საკუთარ თავს, გააკეთეს თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ საკარანტინო რეჟიმი თავიდან აეცილებინათ და გამოიყენეს თუ არა ისეთი ალტერნატივები, როგორიცაა ტესტირება და კონტაქტების დადგენა, კარანტინი და სოციალური დისტანციის წესების დაცვა.

“კარანტინი თითქმის უკანასკნელი საშუალებაა - და იმაზე ფიქრი, რომ სექტემბერში ამ უკანასკნელ საშუალებას ვიყენებთ, სამწუხაროა,“- აღნიშნა მაიკ რაიანმა.

მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 32 მილიონს აჭარბებს, აქედან გამოჯანმრთელებულია 24 მილიონზე მეტი პაციენტი, დაღუპულთა რაოდენობა კი 993 463-ია.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის