USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
«Le Figaro» (საფრანგეთი): „ომი უკრაინაში: მოსახლეობის შემოწირულებების შემცირება უკრაინის გამარჯვების იმედს ასუსტებს“
дата:  599

უკრაინელ ჯარისკაცებს რუსეთის არმიასთან საბრძოლველად საჭურველი და ტექნიკა არ ჰყოფნით და მწვავე უკმარისობას განიცდიან. ომის დროს ტექნიკა მწყობრიდან ძალიან ხშირად გამოდის, ზიანდება და მისი შეკეთება რთულია, ახალი კი არ არის“, - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ომი უკრაინაში: მოსახლეობის შემოწირულებების შემცირება უკრაინის გამარჯვების იმედს ასუსტებს“ (ავტორი - კლარა მარშო, სპეცკორესპონდენტი კიევში).

„მე და იური იზიუმის კაფეში ვართ - ქალაქში, რომელიც ფრონტის ხაზიდან 50 კილომეტრით არის დაშორებული. იგი ანონიმურად მესაუბრება ომის სიძნელეებზე და გაჭირვებაზე, თან ხუმრობს და ცდილობს მძიმე სასაუბრო თემას რაღაც სიხალისე შემატოს და თვითონაც საკუთარი თავი გაბედულ მეომრად წარმოაჩინოს. მართლაცდა, მის ლაპარაკში მამაცობაც გამოსჭვივის, მრისხანებაც და უიმედობაც. 30 წლის ხარკოველი ჯარისკაცი უკვე ორ წელზე მეტია შეუსვენებლივ ომობს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა პრობლემების წინაშე დგას: „მე ავტომანქანა მჭირდება, პიკაპი, რომელზეც იარაღს დავაწყობ და გადავიტან. ჩემი საკუთარი ძველი „რენო“ აღარ ვარგა, ძლივს დახოხავს, ახალს კი არავინ არ გვაძლევს. ადრე მოსახლეობა ხელს გვიწყობდა, ახლა კი კეთილი და პატრიოტი ადამიანები აღარ ჩანან“.

უკრაინელ ჯარისკაცებს სამხედრო ტექნიკა და იარაღის ნაკლებობა აწუხებთ, დეფიციტი უკვე ომის მუდმივ თანამგზავრად იქცა. თუ ადრე ამ პრობლემის გადაწყვეტაში ვოლონტერები (მოხალისეები) მონაწილეობდნენ და საკუთარ ქონებას (ავტომობილებს) არმიას სწირავდნენ, ახლა შემოწირულებები კრიტიკულ მინიმუმამდე შემცირდა. უკრაინელები, ქვეყანაში გაღრმავებული ეკონომიკური პრობლემების გამო, იძულებულნი არიან თვითონვე მოიხმარონ თავიანთი ქონება, დასავლელეი მოკავშირეები და სპონსორების მხრიდან კი, პოლიტიკური ლიდერების ყოყმანისა და ეჭვების გამო, დახმარება მცირდება.

გაზეთის კორესპონდენტი ესაუბრება უკრაინელ ოქსანა სტეფანიუკს, რომელიც ომის დაწყებიდანვე მონაწილეობს ვოლონტერულ ღონისძიებებში და უკრაინის არმიისათვის დახმარება-შემოწირულობებს აგროვებს, ასევე ევროპაში ომის საჭიროებისათვის სხვადასხვა ნივთების შესყიდვის კოორდინირებას ახორციელებს. ამ მიზნით ოქსანა სტეფანიუკმა სპეციალური არასამთავრობო ორგანიზაციაც შექმნა. მისი თქმით, თუ ადრე ყოველთვიურად ფონდში  უკრაინის მოქალაქეები ყველაზე მეტ თანხას 500-500 ევროს რიცხავდნენ, ახლა მხოლოდ 150 ევროს სწირავენ, შენაწირების საშუალო თანხა კი 25 ევროდან 10 ევრომდე შემცირდა.

„დღეს მოსახლეობის წინაშე უფრო მეტი გაურკვევლობაა. თუ ადრე ხალხი ფიქრობდა, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთზე სწრაფად გავიმარჯვებდით და თანხებს ენთუზიაზმით გვაძლევდნენ, ახლა ისინი, ომის გაჭიანურების კვალობაზე, საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტს ფიქრობენ და ცდილობენ თავი დაიზღვიონ“, - ამბობს ოქსანა და აღიარებს, რომ დღეს უკრაინელები უპირატესობას პირადულ მოთხოვნილებებს აძლევენ და არმიას შედარებით ნაკლებად ეხმარებიან.

დანაკლისის შევსებას უკრაინის არმია საზღვარგარეთიდან შემოწირულებებით ცდილობს, მაგრამ სიტუაცია აქ უფრო უარესია: „დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობაზე ძლიერ გავლენას ახდენს პოლიტიკოსების ყოყმანი და მათი ორაზროვანი განხცხადებები. უნდა დაუჭირონ თუ არა მხარი უკრაინას, გაგრძელდეს თუ არა ომი, მისცენ თუ არა ფული და იარაღი კიევს რუსეთთან საომრად - ასეთი კითხვები ევროპელების განწყობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. და როცა, ვთქვათ, ემანუელ მაკრონი ან ოლაფ შოლცი პესიმისტურ განცხადებებს აკეთებენ, მოქალაქეებს შემოწირულების სურვილი ეკარგებათ“, - აღიარებს ოლეგ კარპენკო, უკრაინის არმიის დახმარების მიზნით შექმნილი ერთ-ერთი მსხვილი ფონდის ხელმძღვანელი „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტთან საუბარში.

წყარო: https://www.lefigaro.fr/international/guerre-en-ukraine-les-dons-des-volontaires-s-essoufflent-avec-l-spér-20240728

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати