BBC-ი დონალდ ტრამპს ბოდიშს უხდის, - ამის შესახებ BBC-ის ხელმძღვანელმა, სამირ შაჰმა განაცხადა.
მისი თქმით, BBC-ი აღიარებს, რომ დონალდ ტრამპის „სიტყვით გამოსვლის რედაქტირებამ შეცდომაში შემყვანი შთაბეჭდილება შექმნა“.
„დავასკვენით, რომ სიტყვით გამოსვლის რედაქტირება მართლაც ქმნიდა ძალადობრივი ქმედებებისკენ პირდაპირი მოწოდების შთაბეჭდილებას. BBC-ის დაშვებული შეცდომის გამო ბოდიშის მოხდა სურს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის ხელმძღვანელმა.
ამასთან, BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამაუწყებლო კორპორაციას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
შეგახსენებთ, BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ BBC-ის დოკუმენტურმა ფილმმა Panorama-მ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის რედაქტირებით მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.
გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა BBC-ის შიდა მემორანდუმის დეტალები, რომელშიც ნათქვამია, რომ Panorama-ს პროგრამამ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად დაამონტაჟა, რათა ისე წარმოჩენილიყო, რომ მან 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე მომხდარი არეულობა წაახალისა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „The Telegraph-ს BBC-ის კორუმპირებული „ჟურნალისტების“ გამოაშკარავებისთვის მადლობა გადაუხადა“.