მიმდინარე 2025 წელი დიდი შვიდეულის სტატუსის მქონე ტექნოლოგიური კომპანიებისთვის განსაკუთრებით რთულად დაიწყო. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე, შვიდი ტექნოლოგიური გიგანტის საერთო საბაზრო შეფასება 2.5 ტრილიონი დოლარით შემცირდა.
მართალია, თავად კომპანიებს შესანიშნავი ფინანსური შედეგები ჰქონდათ, როგორც 2024 წლის მეოთხე, ასევე 2025 წლის პირველ კვარტალში, თუმცა მათ საფონდო ბირჟაზე მაინც არასახარბიელო დინამიკა აჩვენეს, რაც პირდაპირ კავშირში იყო ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლასთან, რომლის გადაწყვეტილებებმა, შეიძლება ითქვას, რომ საფონდო ბირჟების მკვეთრი ვარდნა გამოიწვიეს.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წელს დიდი შვიდეულის შედეგები ასე გამოიყურება:
1. Apple: -13.8% | $3.16 ტრლნ
2. Microsoft: -6.6% | $2.91 ტრლნ
3. Nvidia: -21.4% | $2.65 ტრლნ
4. Amazon: -14.8% | $1.99 ტრლნ
5. Google: -14.7% | $1.96 ტრლნ
6. Meta: -8.3% | $1.39 ტრლნ
7. Tesla: -24.6% | $896 მლრდ
ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკა სავაჭრო ომს გაამწვავებს, რაც დიდი შვიდეულის საექსპორტო შემოსავლების შემცირებას და ადგილობრივ ბაზარზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, რაც ბიზნესისათვის არახელსაყრელია.
წყარო:https://bm.ge/
ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.
მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.