USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „შეწყვიტე ომი, თორემ ცუდ დღეში ჩავარდები“: დონალდ ტრამპის მუქარა რუსეთის მიმართ?
Date:  772

როგორც უკვე ცნობილია, დონალდ ტრამპი რუსეთს და კრემლის მოკავშირეებს სანქციებისა და სავაჭრო-საბაჟო ტარიფების გაზრდით დაემუქრა, თუ მოსკოვი ომს არ შეწყვეტს. „თუ ჩვენ გარიგებას არ დავდებთ, თანაც სასწრაფოდ, მე სხვა არჩევანი არ მრჩება, თუ არა შემოვიღო მაღალი სავაჭრო ტარიფები და დავადო სანქციები ყველაფერს, რითაც რუსეთი და მისი მოკავშირეები ამერიკაში ვაჭრობენ, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში, - „მე მინდა ვუთხრა რუსეთს, რომ მისი ეკონომიკა ინგრევა. დათანხმდით დაუყონებლივ გარიგებაზე და ეს იდიოტური ომი შეაჩერეთ“.

იმავდროულად დონალდ ტრამპმა იქვე მიაწერა, რომ მას „ძალიან უყვარს რუსი ხალხი და რომ მას ყოველთვის ჰქონდა კარგი ურთიერთობა ვლადიმერ პუტინთან“.

უკრაინაში „ბიბისის“ (BBC) კორესპონდენტის სვიატოსლავ ხომენკოს კომენტარი:

საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებაში უკრაინა საერთოდ არ არის მოხსენიებული. ეს შეიძლება ისეთ სიგნალად იყოს აღქმული, რომ კიევის პოზიცია არავის არ აინტერესებს და მის ბედზე მოლაპარაკების უფლება მხოლოდ „ამა სოფლის ძლიერთ“ აქვთ. თუმცა საიდუმლო შეიძლება სხვა მომენტში იმალება: იმაში, რომ სინამდვილეში აშშ-სა და უკრაინის პოზიციები ერთმანეთთან ისე ახლოს დგანან, რომ დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, არარ დაწვრიმალებულიყო და მკაფიოდ მიანიშნა - ერთადერთი ადამიანი, რომლზედაც დღეს არის დამოკიდებული ომის დასრულება, ეს ვლადიმერ პუტინია.

აქედან გამომდინარე, შეიძლება კიდევ ერთი დასკვნა გაკეთდეს:

ინაუგურაციის წინ კიევში ბევრი შიშობდა, რომ მსგავსი ტონალობის განცხადება - „დაეთანხმეთ, რასაც გთავაზობენ, თორემ უარესი დაგემართებათ“ - ტრამპის მიერ უფრო მეტად უკრაინის მიმართ იქნებოდა გამოთქმული, მაგრამ, როგორც ირკვევა, აშშ-ის პრეზიდენტი ზეწოლას მოსკოვზე ახდენს და პირადად ვლადიმერ პუტინზე.

კრემლს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების იგნორირება არ გამოუვა. საეჭვოა, რომ სიტყვა „გარიგება“ ისეთი გამოცდილი ბიზნესმენისათვის, როგორიც დონალდ ტრამპია, მოსკოვის მხრიდან მხოლოდ გამარჯვების აღიარებას ნიშნავდეს - მით უმეტეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი „უაზრო და იდიოტური ომის გამო“, რუსეთის ეკონომიკის ნგრევაზე და კრახზე ლაპარაკობს.

ასე რომ, რა იქნება შემდეგ? ვლადიმერ პუტინი დაეთანხმება დონალდ ტრამპის შეფასებებს და გარიგების განხილვას დაიწყებს? თუ ესკალაციას სპეციალურად გააგრძელებს და კონფლიქტი უფრო გამწვავდება?

აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები, რომ თუ რუსეთი გარიგებას არ დაეთანანხმება, მის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდებაო, ეს, ა;ბათ, პირველი ნაბიჯი იქნება, რომელსაც აშკარად მოჰყვება გაგრძელება დონალდ ტრამპის სტილით.

 

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way