USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ჩრდილოკორეელი სამხედროები რუსეთში: როგორ იბრძვიან ისინი და გახდებიან თუ არა დეზერტირები“
თარიღი:  370

„ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაციები, რომ კურსკის ოლქში უკრაინის არმიის ქვედანყოფებს ჩრდილოკორეულ სამხედროებთან შეტაკება მოუხდათ და რომ რამდენიმე ათეული კორეელი ჯარისკაცი უკრაინელებმა გაანადგურეს. რამდენად შეესაბამება გავრცელებული ხმები სინამდვილეს?“ - ასეთი კითხვაა დასმული ბრიტანული „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჩრდილოკორეელი სამხედროები რუსეთში: როგორ იბრძვიან ისინი და გახდებიან თუ არა დეზერტირები“, რომლის ავტორი ჯინ მაკენზი ჩრდილოეთ კორეიდან სხვადასხვა დროს გამოქცეულ სამხედრო მოსამსახურეებს ესაუბრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც კორეელი ყოფილი სამხედროების ნათქვამიდან ჩანს, ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის ჯარისკაცები ძალიან ხშირად ნახევრად მშივრები არიან, საკვები არასაკმარისია. ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ხან ინი, რომელიც ჩრდილო კორეიდან 2012 წელს გამოიქცა, ამბობს, რომ ჯარში სამსახურის დროს ერთ თვეში მან 10 კილოგრამი დაიკლო - იკვებებოდა მხოლოდ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარი კვერებით და დაობებულ კომბოსტოსაგან მომზადებული საჭმელით. ბევრი ვერ უძლებს ასეთ კვებას და იმდენად იფიტება, რომ მათ სარეაბილიტაციო ცენტრებში გზავნიან ძალ-ღონის აღსადგენად. ხან ინი მოგვიანებით სამხრეთ კორეასთან საზღვრის დასაცავად გადაიყვანეს და სწორედ მაშინ გადაწყვიტა სამშობლოდან გაქცევა - მოახერხა დემილიტარიზებული ზონის გადალახვა.

თუმცა, რადგანაც იგი ჩრდილოეთ კორეის არმიის დღევანდელ მდგომარეობაზე საქმის კურსში არ არის, ვან ინს ყველაფერი არ დაეჯერება. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ჩრდილორეელი ჯარისკაცების სათანადოდო შეუფასებლობა არ უნდა მოხდეს.

ვინ არიან ჩრდილოკორეელი სამხედროები?

სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, რუსეთში გაგზავნილნი არიან ელიტური შემტევ-მოიერიშე ქვედანაყოფები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ არ ესმით თანამედროვე ომის რეალიები, „სულით უაღრესად ძლიერები და ბრძოლისუნარიანები არიან“.

ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის შემტევ ქვედანაყოფებში სამსახურისთვის არჩევენ მხოლოდ ყველაზე მაღალ და ფიზიკურად ძლიერ, სპორტული აღნაგობის მქონე მამაკაცებს, - ჰყვება რუ ხონ სონი, რომელიც 2000-იანების დასაწყისში სამხედრო ინსტრუქტორი იყო და თვითონ წრთვნიდა ჯარისკაცებს, 2014 წელს კი სამშობლოდან გამოიქცა და დეზერტირი გახდა.

რუ ხონ სონი მოიერიშეებს ასწავლიდა აღმოსავლური ბრძოლის ხელოვნებას, დანით ზუსტად სროლას, კუსტარული წესებით ცივი იარაღის დამზადებას სხვადასხვა საგნებისაგან, მაგალითად, სამზარეულოს ლითონის ჭურჭლისაგან. მისი ტქმით, ელიტური ქვედანაყოფების კვება, სხვებთან სედარებით, უფრო უკეთესია, თუმცა ჯარის მდგომარეობაზე მაინც ნეგატიურ გავლენას ახდენს სურსათ-სანოვაგის უკმარისობა მთლიანად ქვეყანაში.

ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა ჩაკეტილი ქვეყანაა და რუ ხონ სონმა არ იცის, თუ რამდენად შეიცვალა არმია მისი გამოქცევიდან ათი წლის შემდეგ, მაგრამ ის, რომ ბელადი კიმ ჩენ ინი, თავისი მამისა და დიდი პაპის მსგავსად, სამხედრო ბიუჯეტის ძირითად ნაწილს სარაკეტო ტექნიკისა და ბირთვული იარაღის დასამზადებლად ხარჯავს, ეს ფაქტი ყველასათვის ცნობილია. შესაბამისად, ჯარების სხვა სახეობების უზრუნველსაყოფად ნაკლები რესურსები რჩება.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოიერიშე ქვედანაყოფები სანგრებში ჩასაყენებლად კი არ არიან გამიზნული, არამედ მათ ამოცანას სპეციალური ოპერაციების შესრულება - მტრის ზურგში შესვლა და ქაოსის შექმნა შეადგენს, ანუ ჩრდილოკორეელები შეიძლება უკრაინელებთან პირისპირ ბრძოლაში, ფრონტის ხაზზე არც ჩაებან.

არავის არ ეგონოს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში უბრალო ჯარისკაცებს გაგზავნიდა - იგი მოსკოვის წინაშე თავის პრესტიჟს და სახელს არ შეარცხვენს. აქედან გამომდინარე, კორეელი სამხედროები უმაღლეს დონეზე იქნებიან მომზადებულნი და  სინამდვილეს არ შეესაბამება იმის მტკიცება, რომ ისინი მხოლოდ „საზარბაზნე ხორცად“ იქნებიან გამოყენებულნი.

დიხ, რა თქმა უნდა, მათ კომუნიკაციის პრობლემა ექნებათ, ენის უცოდინარობის გამო (ამბობენ რომ კორეელებმა შეცდომით გაუხსნეს ცეცხლი რუსებს, უკრაინელები ეგონათო), მაგრამ როგორც კორეიდან გამოქცეულები ამბობენ, კურსკის ოლქში დისლოცირებულ მათ თანამემამულე ჯარისკაცებს უმაღლესი საბრძოლო სულისკვეთება აქვთ, რაც მათი სხვა ნაკლოვანების კომპენსირებას ახდენს.

„პარტიის საქმის ერთგულები...“

„მოიერიშე-შემტევ ქვედანაყოფების ჯარისკაცთა უმრავლესობა ჩრდილოკორეელი მუშებისა და გლეხების ოჯახებში არიან დაბადებულები, ქარხნებში დასაქმებული და კოლმეურნე მშობლების მიერ არიან გაზრდილები, რომლებიც კომუნისტური პარტიის ერთგულებით გამოირჩევიან და ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებენ“, - ამბობს ხან ილი, რომლის მამა და ბიძაშვილი სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებში მსახურობდნენ.

სპეცქვედანაყოფებში ინტენსიურად, ყოველდღიურად ხდება პოლიტიკური მომზადება, ანუ „ჯარისკაცთა ტვინის იდეოლოგიური გამორეცხვა“. რა თქმა უნდა, მათ თავისებური აკლიმატიზაცია რუსეშში სამსახურისათვის დაჭირდებოდათ, თუმცა საკმაო დრო უკვე გავიდა და ალბათ, უკვე მომზადებულები იქნებიან. დიდი ალბათობით, მათი კვებაც გაუმჯობესდებოდა.

„თქვენი შვილი გმირულად დაიღუპა...“

მართალია, კორეელ ჯარისკაცებისათვის არავის არ უკითხავს, უნდოდათ თუ არა მათ რუსეთში სამსახური და ომში ბრძოლა, მაგრამ, როგორც რუ ხონ სონი ამბობს, ბევრი თავისი ნებითაც იმსახურებდა რუსეთში, იძულების გარეშე. მათთვის ეს კარიერული წინსვლის ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს. და თუ ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო სამსახურის სიმძიმეს გავითვალისწინებთ, ძალიან ბევრისთვის რუსეთში სამსახური სასურველია და თუნდაც სიკვდილის რისკი არაფერს ნიშნავს.

„ჩემი აზრით, მათი საბრძოლო სულისკვეთება რუსებზე ბევრად მაღალი იქნება“, - ამბობს რუ ხონ სონი და აღიარებს - „მათ ადგილზე რომ ვიყო, არც მე არ ვიტყოდი უარს რუსეთში მივლინებაზეო“.

რუ ხონ სონის ნათქვამს ეთანხმება სამხრეთ კორეის არმიის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების ერთ-ერთი ყოფილი მეთაური ჩუნ იმ ბუმიც: „ის, რომ ჩრდილოკორეელებს საჭმელი და თანმედროვე მომზადება არ ჰყოფნით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ბრძოლისუნარიანები არ არიან. აკლიმატიზაციას სწრაფად გაივლიან და და თავიანთ თვისებებს აუცილებლად აჩვენებენ. მათი სათანადოდ შეუფასებლობა შეცდომა იქნება“.

რასაკვირველია, 11 ათასი ჩრდილოკოეელი მეომარი რუსეთ-უკრაინის ომის ხასიათს ვერ შეცვლის, მაგრამ როგორც ექსპერტები და ჩინოვნიკები ამბობენ, მათი რაოდენობა შეიძლება ასი ათასამდე გაიზარდოს. ასე რომ, ფხენიანის დახმარება მოსკოვისათვის უკვე შესამჩნევი გახდება.

ჩუნ ინ ბუმი არ გამორიცხავს, რომ ჩრდილოკორეელებიც დაიღუპებიან, მაგრამ მათი ოჯახები, მწუხარების ნაცვლად, შვილების გმირობით იამაყებენ. „ისინი, როგორც წესი, სარდლობისაგან მადლობის წერილს მიიღებენ, რომელშიც მათი შვილები გმირებად იქნებიან შერაცხულნი. ასევე მათთვის განსაზღვრული იქნება გარკვეული ყოფითი შეღავათები“.

გახდებიან თუ არა ჩრდილოკორეელები დეზერტირები?

უკრაინელებს იმედი აქვთ, რომ ჩრდილოკორეელები, გარკვეული დროის შემდეგ, როგორც კი ბრძოლაში მასიურად ჩაებმებიან, მათ მხარეზე გადავლენ და დეზერტირები გახდებიან. სხვატა შორის, კიევმა და სეულმა უკვე იმსჯელეს ფსიქოლოგიური ზეწოლის ოპერაციების განხორციელებაზე, რომ ჩრდილოკორეელებში დანებების სურვილი გააღვიძონ.

მაგრამ შესაძლოა უკრაინის იმედები არ გამართლდეს: ჩრდილოკორეელებს მობილური ტელეფონები არ აქვს, ამიტომ მათზე პირდაპირი ზემოქმედება ვერ მოხდება. უფრო მეტიც - მობილურები არ აქვთ იმ რუსებსაც, რომლებიც მათთან კონტაქტობენ. ამიტომაც უკრაინის სტრატეგიული მიზნების სიიდან ჩრდილოკორეელების მორალური გახრწნის ამგვარი შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს. ერთადერთი რაც რჩება, ძველებური წესით, ხმამაღლა მოლაპარაკე რეპროდუქტორებით სააგიტაციო მოწოდება ან დრონებიდან პროკლამაციებისა და ფურცლების გადმოყრა წარწერებით: „კორეელებო, ტყვედ ჩაბარდით, უკეთესი პირობები გექნებათ“.

მაგრამ ჯარისკაცმა რომ დეზერტირობის გადაწყვეტილება მიიღოს, ამისათვის დროა საჭირო. გარდა ამისა, რუ ხონ სონიც და ხან ილიც ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, ჩრდილოკორეელ ოფიცრებს ნაბრძანები აქვთ ადგილზე გაანადგურონ ის ჯარისკაცები, რომლებიც გაქცევას, დეზერტირობას და უკრაინელთა მხარეზე გადასვლას შეეცდებიან. თვითონ ხან ილს მშვენივრად ახსოვს, რომ როცა ჩრდილოკორეიდან დემილიტარიზებული ზონის გავლით გამოიქცა, მისი მეგობრები არც დაფიქრებულან, ისე დაუწყეს სროლა და და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

„ტყვედ ჩავარდნას თვითმკვლელობა სჯობს...“

უკრაინელებისათვის ძნელი იქნება ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ტყვედ აყვანის საკითხიც. კორეის სახახლო-დემოკრატიული რესპუბლიკის კანონების მიხედვით, ტყვედ ჩავარდნა ანუ მტრისადმი დანებება, უდიდეს სირცხვილად ითვლება და ამ სირცხვილის თავიდან ასაცილებლად ჯარისკაცებს თვითმკვლელობას ასწავლიან.

რუ ხონ სონი იხსენებს ფართოდ ცნობილ სამხედრო სიმღერას სახელწოდებით „გაუფრთხილდი ბოლო ტყვიებს“, რომლის თანახმად, „ჯარისკაცს მუდმივად უნდა ჰქონდეს ორი ტყვია შენახული: ერთი მტრისათვის, მეორე საკუთარი თავისთვის“.

და მაინც, მისი თქმით, იგი მზადაა ფრონტის წინა ხაზზე მოხალისედ წავიდეს, რომ როგორმე თავის თანამემამულეებს ხმა მიაწვდინოს და პირდაპირ ესაუბროს: „თუ მათ მშობლიურ კორეულ ენაზე დაველაპარაკები, მეგაფონიდან მაინც, შეიძლება მათზე ფსიქოლოგიური ეფექტი მოვახდინო“.

                ხან ილს იმედი აქვს, რომ ჩრდილოკორეელები სამშობლოში ცოცხლები დაბრუნდებიან, მისი აზრით, იმ 11 ათას ჯარისკაცში მისი ნათესავებიც და ნაცნობებიც იქნებიან: „უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ისინი სახლში დაბრუნებით მშობლებს ძალიან გაახარებენ“.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cx2vlkrzvv5o

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.