USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ბრიტანელი თინეიჯერი საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის გამო დააკავეს“
თარიღი:  504

დღევანდელი, 15 მაისის ბრიტანული მასმედიის ერთ-ერთ თემას საქართველოში ინგლისელი მოქალაქის, 18 წლის გოგონას დაკავება წარმოადგენს, ქვეყნის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანის მცდელობასთან დაკავშირებით. სტატიები გამოქყვეყნდა დიდი ბრიტანეთის თითქმის ყველა წამყვან გაზეთში. ინფორმაციები გადაიცა ტელეარხებით და რადიოსადგურებით. მასალების შინაარსი თითქმის ერთნაირია და ძირითადად ეყრდნობა ქართული წყაროებს.

გთავაზობთ „ბიბისის“ (BBC) მიერ მომზადებულ მასალას სათაურით „ბრიტანელი თინეიჯერი საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის გამო დააკავეს“ (ავტორები - ტომ ბერჯესი და რაიჰან დემიტრი).

18 წლის ბელა მეი ქოლი (Bella May Culley), რომელიც ტაილანდში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, საქართველოში გამოჩნდა, მაგრამ სისხლის სამართლის ბრალდებით - მას ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკის - მარიხუანას უკანონოდ შემოტანაში ადანაშაულებენ.

საქართველოს პოლიციის განცხადებით, თუ ბელა ქოლი დამნაშავედ იქნება შერაცხული, მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ეჭვმიტანილის ადვოკატის თქმით, ბელა ქოლის არცერთი სიტყვა არ უთქვამს წინასწარი პატიმრობის სასჯელის გამოტანისას, რომლის თანახმად, იგი რუსთავის ქალთა კოლონიაში იქნა მოთავსებული

ია თოდუამ, რომელიც სახელმწიფომ ბელა ქოლის წარმომადგენლად (ადვოკატად) დანიშნა, დაადასტურა, რომ იგი შაბათს საქართველოში ტაილანდიდან ჩამოვიდა და დაკავების შემდეგ, სამშაბათამდე წინასწარ პატიმრობაში იყო.

ია თოდუას თქმით, ბელა ქოლის დაცვის უზრუნველყოფას სხვა ადვოკატებიც ცდილობენ და ამიტომ ბრიტანეთის საკონსულო სამსახურს მათთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

როგორც ქალბატონმა ია თოდუამ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ეჭვმიტანილი თითქმის ბავშვია, იგი შეშინებულია და როცა მას დანაშაულის არსი განუმარტეს, მეტყველების უნარი დაკარგა. ამჟამად ეჭვმიტანილი დუმილის უფლებას იყენებს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ უწყება „დახმარებას უწევს ბრიტანელი გოგონას ოჯახის წევრებს [ქვეყანაში შემოსასვლელად]“.

საქართველოს პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელა ქოლის დაკავებისას მისი ჩანთიდან  ამოიღეს 12 კილოგრამამდე (26 გირვანქამდე) მარიხუანა და 2 კილოგრამზე (4,4 გირვანქაზე) მეტი ჰაშიში.

პოლიციის პრეს-მდივნის განცხადებით, ბელა ქოლის დაკავება რამდენიმე უწყების ერთობლივი ოპერაციის შედეგად განხორციელდა. ორშაბათს დაკავებულ ეჭვმიტანილს ბრალდება წაუყენეს.

თავის მხრივ ბრიტანელმა სამართალდამცვლებმა, კერძოდ, კლივლენდის პოლიციამ დაადასტურა, რომ 18 წლის ბილინჰემელი გოგონა საქართველოში იქნა დაკავებული „ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილის“ სტატუსით და ამჟამად წინასწარ ატიმრობაში იმყოფება.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის