USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. თბილისში, უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მცირე ნალექი
 68

დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმს. დედაქალაქში წვიმიანი ამინდი სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი 32-34 გრადუსი დაფიქსირდება.

„დასავლეთ საქართველოში ზოგან კვლავ წვიმას ველოდებით. შავი ზღვის სანაპიროზე ნაკლებად არის მოსალოდნელი. ტემპერატურა დაბლობში იქნება 25-30 გრადუსი, მთაში - 29 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ზოგან იწვიმოს. ტემპერატურა 30-35 გრადუსი იქნება. თბილისში დღესაც და უახლოესი დღეების განმავლობაშიც, ველოდებით დროგამოშვებით მცირე წვიმას“, - განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის