USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
დავით გადელია - მღელვარების ტემპერატურის აწევაში დიდ როლს თამაშობს სრულიად უსაგნო დავები ყველაფერზე
дата:  1652

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე და შესაბამისი უწყებების მზაობის შესახებ განცხადებას აკეთებს:

 

"ცხადია პრობლემა ისეთია, რომ დამატებით ნევროზულ სიტუაციას ქმნის ქვეყანაში. ადამიანებს აქვთ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შიში. ყველაფერს ამას ერთვის მთლიანად მსოფლიოში ამ საკითხთან ამტყდარი აჟიოტაჟი, რასაც ტალღური რეზონანსის ეფექტი აქვს ჩვენში...

 

ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა ბევრად უფრო გადაჭარბებული, ვიდრე რეალური საფრთხეა. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ჯანმრთელობის დაცვის პრობლემებზე მეტად უფრო მტკივნეულია ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები. ძალიან ბევრი ოჯახი დარჩა ყოველდღიური სარჩოს გარეშე. მათ აუცილებლად დასჭირდებათ დახმარება.

 

რაც შეეხება მკურნალობას: - ავადმყოფთა რაოდენობის შესაბამისად ქვეყანას აქვს , და გეგმა. ჯერჯერობით გეგმა მუშაობს. გეგმა მოიცავს იმ ვარიანტს, როცა დადასტურებული ავადმყოფების რაოდენობა 400-450 მიაღწევს. კლინიკები მთლიანად მზადყოფნაშია გეგმის შემთხვევაშიც. ძალიან მცირე შანსია, რომ ავადობამ უფრო მაღალ რიცხვს მიაღწიოს საქართველოში, თუმცა თუ პაციენტთა რაოდენობა აღნიშნულ რიცხვს მიუახლოვდება - ვიცით როგორ გადავეწყოთ გეგმა -ზე.

 

ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ დაავადების პროფილაქტიკისთვის არასამედიცინო სახელმწიფო სამსახურები. მაქსიმალურად ახერხებენ სოციალური დისტანცირების უზრუნველყოფას - ყოჩაღ მათ!

 

ასე რომ, სიფრთხილე ცხადია საჭიროა, მაქსიმალურად მოვერიდოთ ხალხმრავლობას, საჭიროების გარეშე ნუ გავალთ ქუჩაში, მაგრამ არანაირი ისტერიის და თვითგვემის საფუძვლები ნამდვილად არ გვაქვს!

 

ამ დაძაბულობის, მღელვარების ტემპერატურის აწევაში დიდ როლს თამაშობს სრულიად უსაგნო დავები ყველაფერზე! არ მინდა ჩამოვთვალო დავების შინაარსები - იმდენადაა აზრს მოკლებული (მათ შორის რელიგიურ საკითხებზე). ვერასდროს რომ ვერ შეთანხმდებიან ისეთმა ჯგუფებმა "მონახეს დრო" სადაოდ! დამშვიდდით. პატივი ეცით ყველა ადამიანის თავისუფლებას იმ მომენტამდე, სანამ ეს უკანასკნელი თქვენს უფლებებს (მათ შორის, ჯანმრთელობის ) არ დაემუქრება. ამ ჟამიანობისას დავზოგოთ ერთმანეთი, ისინი მაინც ნუ გამოვიდებთ თავს კოვზების ერთჯერადობაზე- მაინც რომ არ ვართ ამ პერიოდში ეკლესიაში მიმსვლელი.

 

დავით გადელია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი"

 

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати