USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
დავით ჭიჭინაძე - ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს
дата:  968

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც "თბილისი პოსტი" უცვლელად გთავაზობთ:


"1. პირველი ტალღა, რომელიც დღეს უკვე დაწყებულია, ეს არის უმუშევრობა ქვეყანაში - ამდენი ხნის მანძილზე არარსებული შემოსავლების გამო, კრედიტის გადახდის უუნარო ადამიანები, რასაც ავტომატურად უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა და ზოგადად, ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები მოყვება.

დღეს, რეალურად გაჩერებულია ყველაფერი, საავადმყოფოების, სააფთიაქო, საკვები ქსელების გარდა. ადამიანები, ამ მიმართულებების გარდა, ქვეყანაში ვეღარ ახორციელებენ სრულყოფილ საქმიანობას. მათი შემოსავლები ვარდება და ვერც დამქირავებლები გადაუხდიან ფულს.

შესაბამისად, გვყავს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დიდი არმია, რომელთაც მალე ამოიწურებათ ის მცირე დანაზოგებიც, თუ საერთოდ არსებობდა.

უკეთეს შემთხვევაში, მაისში მაინც თუ მოხდება ამ გაჩერებული ობიექტების ჩართვა ქართულ ეკონომიკაში, ამ ობიექტებს პრობლემები მაინც ექნებათ. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, მთელი ამ დროის განმავლობაში დაკარგულ შემოსავლებს მათ ვერავინ დაუბრუნებს და მეორეც, პრაქტიკულად ყველა გაჩეებულ ორგანიზაციას აქვს კრედიტი. ამ ვალდებულებებს კი, მხოლოდ თავისი შემოსავლებით ემსახურებიან

რა პასუხი გააჩნია ამაზე ხელისუფლებას? რა მეთოდების გატარებას აპირებს და არსებობს თუ არა გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლები სამუშაო ადგილი დავკარგოთ და ამხელა დანაკარგებსაც ავცდეთ?

2. მეორე ტალღა, ეს გამოიწვევს ბაზარზე მსყიდველობითი უნარის ვარდნას, ანუ არ იქნება მოთხოვნა. რასაც მოყვება რეალიზაციის ვარდა - არ იქნება რეალიზაცია, ვერ აღდგება ისედაც მცირე წარმოება, რომელიც ქვეყნის მაშტაბით არსებობს. წარმოების გაჩერება გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას და სამუსაო ადგილების შემცირება ისევ გამოიწვევს მსყიდველობითი უნარის, ანუ, მოთხოვნების შემცირებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება დეპრესიული მარყუჟი.

ამიტომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებისთვის მაინც, ვინც მოახერხებს გადარჩენას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, გვქონდეს გარკვეულ წილად ჩამოყალიბებული გეგმა, მათი შემოსავალი მაინც რომ არ შემცირდეს.

ანუ, არსებობს თუ არა ამ საწარმოების (იქნება ეს წარმობები, სამშენებლო სექტორი...)

ფინანსური დახმარების გეგმა, რომელშიც ეს ადამიანები არიან დასაქმებული, მათი შემოსავალი მაინც რომ არ შემცირდეს და გარკვეულ წილად მოვახერხოთ ნორმალური ცხოვრების რიტმის შენარჩუნება. თუ ეს ვერ იქნა მიღწეული და დავკარგეთთ მოსახლეობის მსყიდველობით უნარი, მაშინ ეკონომიკას უკვე დაემუქრება დეფლაციური შოკი, რომელიც ბევრად კატასტროფულ შედეგს მოიტანს ეკონომიკისთვის, ვიდრე ინფლაცია. დეფლაციამ შეიძლება გამოიწვიოს ისედაც არამრავალფეროვანი ეკონომიკის კიდევ უფრო გაერთგვაროვნება და პრაქტიკულად დეპრესია. თუ არის ყველა ეს პრობლემა დაყენებული დღის წესრიგში და რა გაწყვეტილებას გვტავაზობს მტავრობა?

3. ქვეყანაში უზრუნველყოფის ლიკვიდურობის პრობლემა დადგება.

ყველაფრის ფასი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში დაიწყებს ვარდნას . ანუ, ბანკებში ჩადებული უზრუნველყოფები იქნება გადასაფასებელი.

არსებობს თუ არა მექანიზმი, რომელიც უნდა გაატაროს ეროვნულმა ბანკმა, რათა დაიცვას ჩვენი მეანაბრეები? რადგან ვარდნასთან ერთად ბანკებს შეექმნებათ ლიკვიდურობის პრობლემები და ის ხალხი, ვინც დღეს მეანაბრეა, მათ ანაბრებს შეექმნებათ პრობლემემბი, რადგანაც გაცემულ სესხებს შეექმნათ პრობლემები.

ანუ, დღესვე უნდა გამოცხადდეს ეროვნული ბანკის და მთავრობის ერთობლივი, მიზანმიმართული გეგმა, რათა ქვეყანაში ამ ადამიანების უფლებები იყოს დაცული .

ლიკვიდურობის პრობლემა კი, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რასაც ჩვენ ეკნომიკის გაჩერების შედეგად მივიღებთ.

ამიტომაა ეს განსასაზღვრი და მკაფიოდ სათქმელი, ადამიანებში რომ არ გამოიწვიოს პანიკა, რომ ისინი დაკარგავენ ანაბრებს.

ამას გარდა, რეალურად შეიზღუდება თუ არა ის არაპროფილური საქმიანობა, რომელსაც კანონის აკრძალვის მიუხედავად, დღეს ყველა კომერციული ბანკი ეწევა? რადგან დღევანდელ პირობებში მათი არსებობა ბაზარზე ნიშნავს იმას, რომ სხვა ყველა კონკურენტის განადგურება მოხდება. იმიტომ რომ, ახალი ფინანსური რესურსი არავისთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი ბანკების გარდა, ბანკები კი, მათთვის საინტერესო ბიზნესებს ძალიან მარტივად ან მიითვისებენ, ან კონკურენტებს გააკოტრებენ.

აქიდან გამომდინარე, აპირებთ თუ არა რეალურად ბანკებს აუკრძალოთ არაპროფილური საქმიანობა და მატი ძალისხმევა მიმართოთ დაფინანსებაზე და არა საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზე, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა ბიზნესის კეთებაში. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ისედაც ყველასთვის არის ცნობილი, რაზეც ვსაუბრობ.

4. მეოთხე ტალღა -სოფლის მეურნეობა.

ორ თვეზე მეტია ქვეყანა იმყოფება უმძიმესი გამოწვევების პირობებში , სრული სიმძაფრით ვიგრძენით სასურსათო უსაფრთხოების არსი და მნიშვნელობა. იმპორტის დომინირება 80 -20 % კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს მდგომარეობას და დღის წესრიგში დგება სასწრაფოდ ანტიკრიზისული გეგმის ამოქმედება , ( თვენახევარი საკმარისი ვადაა მის შესაქმნელად ) სადაც გაწერილია მოქმედების გეგმა-პროგრამა , როგორც მოკლევადიან , ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაზღვრული და შესწავლილია ოპერატიული სურათი , გაკეთებულია სიტუაციური ანალიზი გამოკვეთილია მთავარი მიმართულებები , ჩატარებულია შესაძლებლობების კვლევა და გაცემულია ოპერატიული დავალებები პასუხისმგებელ პირთა ჩვენებით.

- სოფლის მეურნეობის მთავარი რესურსი მიწა შეიძლება ითქვას მართვის გარეშეა დარჩენილი , რაც ყოვლად დაუშვებელია , მით უმეტეს დღევანდელ პირობებში , შესაბამისად საინტერესოა რა დავალებები და ნაბიჯები იქნა გადადგმული მისი ეფექტურად და რაციონალურად გამოყენების თვალსაზრისით.

- მოგეხსენებათ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს თესვა , თუ გაქვთ ოპერატიული ინფორმაცია ადგილებზე პროცესის მიმდინარეობაზე. რა დამატებით აქტიურობას ანხორციელებს მთავრობა . მინდა შეგახსენოთ , რომ კარტოფილის , ბოსტნეულის და ბაღჩეულის ნათესი ფართობები ყოველწლიურად იკლებს და 2019 წელს მან ისტორიულ მინიმუმს მიაღწია-32,2 ათასი ჰექტარი . შედარებისთვის გეტყვით , რომ ეს მონაცემი 2012 წელს იყო 52,6 ა. ჰ , ხოლო 2015 წელს 43,8 ა.ჰ .

- სასათბურე მეურნეობებში არსებული ვითარების და პროდუქციის მოწოდება-რეალიზაციის მონაცემები.

- არის თუ არა მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნიდან ახალგაზრდა , მცირეწონიანი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყვანის შეზღუდვაზე.

- რა სურათი და პრობლემები გვაქვს იმპორტის კუთხით , შეგახსენებთ მთელი რიგი ქვეყნები დროებით ზღუდავს პროდუქციის გატანას , რაც დამატებით თავსატეხს უჩენს ჩვენისთანა ქვეყნებს . 2019წელსთითქმის ნახევარი მილიარდია დახარჯული სასურსათო კალათის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე როგორიცაა: ხორბალი, ხორცი, რძის პროდუქტები, შაქარი, თევზი, ხილი და ბოსტნეული. რამდენად შესწავლილია საკითხი და სად ველოდებით დეფიციტს . რა ზომებს ვიღებთ პრობლემის მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანია გამჭვირვალეთ და ტრანსფარანტულად ვისაუბროთ იმპორტის 9 სასურსათო პროდუქტის დასუბსიდირებაზე , რადგან გაჩნდა მრავალი კითხვის ნიშანი და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალობა.

- ჩემი ინფორმაციით სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება ღვინის ექსპორტი , განსაკუთრებით რუსეთში . რატომ ვერ მოხერხდა ბაზრების დივერსიფიცირება , როდესაც ამისთვის არნახულად დიდი ფულია დახარჯული . ვერ მივიღებ განმარტებას რომ ექსპორტის გეოგრაფია გაიზარდა.

- გაქვთ თუ არა სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი , რადგან მომავალში ახალი დარგობრივ-მიზნობრივ პროგრამების განხორციელება დაუშვებელია უკვე არსებულის შედეგების გაანალიზების გარეშე. მიგაჩნიათ თუ არა , რომ ჩვენ უნდა დავანებოთ თავი პრიმიტიულ , არაფრისმომცემ , ფრაგმენტულ აქტიურობებს და გადავიდეთ პროექტების კომპლექსურ მოდელებზე , სადაც პროცესის მიზან-შედეგობრივი კავშირი უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ.

- რამდენად ვაკონტროლებთ ამ მძიმე რეალობაში საბანკო-საფინანსო სტრუქტურების მოქმედებას. დაფინანსების პროცენტები გაზრდილია ან შეზღუდულია, ლიზინგი შეჩერებულია ან სახეცვლილი , ზოგადად ჩვენ ქვეყანაში იგი ჩვეულებრივ მაღალპროცენტიან სესხს დაემსგავსა. რა აზრის ხართ ბანკირების ახალ იდეაზე 3 მილიარდი მიიღონ პროცენტის დასაფინანსებლად ?

- თუ დღეისთვის არ არსებობს ანტიკრიზისული დოკუმენტი დარგის განვითარების , საინტერესოა რა ვადებში

5. კრიმინალის ზრდა.

როდესაც ცხოვრების დონე იწყებს ვარდნას, ეს იწვევს კრიმინალის ზრდას. რა ქმედითი ღონისძიებებია იგეგმება ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენ არ გადავიქცეთ დამსჯელ მექანიზმად? რას ვაკებთ პრევენციის თვალსაზრისით, რა შეიძლება შემოვიღოთ იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თუნდაც ის მცირე უზრუნველყოფა, რომელიც მათ ყაჩაღებად არ აქცევს? რადგან, როდესაც შიმშილი მოდის, ეს შეიძლება ქუჩაში დაპირისპირებებშიც კი გადავიდეს... და ეს პრობლემა დღეს, ჩვენ კი არა, ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებს უდგას".

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати