USD 2.6095
EUR 3.0247
RUB 3.0923
თბილისი
GGM დაგეხმარებათ დაფინანსების მოძიებაში - გრანტი, სესხი, ინვესტიცია
თარიღი:  2968

ბიზნესკომპანიებს, რომელთაც სურთ დაფინანსების მოძიება, მართვის კომპანია GGM მხარს უჭერს გრანტის, სესხის, ინვესტიციის მოძიებაში.

ბიზნესის დამფუძნებელი, ან ხელმძღვანელი, ვისაც სურს მიმდინარე საქმიანობისთვის, ან ახალი პროექტისთვის დაფინანსების მოძიება, მართვის კომპანია GGM-ს გაუზიარებს საჭიროებას, რის საფუძველზეც, ჩვენი გუნდი ანაზღაურების გარეშე, მოახდენს ბიზნესის დიაგნოსტირებას (როდის, რამდენი და რა სახის დაფინანსების მოძიებაა შესაძლებელი).

ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიების პროცესი გულისხმობს ფანდრაიზინგის ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის ფარგლებშიც მართვის კომპანია GGM-ის გუნდი აკეთებს ბიზნესმოდელს და მუშაობს დაფინანსების მისაღებად (სესხი, გრანტი, ინვესტიცია).

მართვის კომპანია GGM დაფინანსების მოძიების პროექტებზე მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრანტის ბიუჯეტი აღემატება 100 000 ლარს, ხოლო სესხის/ინვესტიციის ბიუჯეტი 500 000 ლარს.

მართვის კომპანია GGM ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის ბიზნესი დაფინანსდება (გრანტი, სესხი, ინვესტიცია).

ბიზნესისთვის სესხის, გრანტის, ინვესტიციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ ფორმა →https://ggm.ge/ka/become-our-partner/

მიყევით ბმულს - დაფინანსება

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის