USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
TI და ISFED ტოვებენ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს
дата:  214

არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“ ტოვებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს.

„საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მოწვეული ორგანიზაციების შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, ჩვენი აზრით, ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას“, - აცხადებენ ორგანიზაციები.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში 2021 წლის ივნისში შეტანილი ცვლილებებით, არჩევნების დანიშვნის დღიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საკონსულტაციო ჯგუფი არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრის შემადგენლობით, რომელიც ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს.

საკონსულტაციო ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან. ამ მიზნით ცესკომ შეიმუშავა დადგენილება და განსაზღვრა, რომ ჯგუფის წევრთაგან არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 კანდიდატურას ცესკოს წარუდგნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჯგუფის წევრების შესარჩევ პროცესში ცესკომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც“ მიიწვია, რაზეც ორგანიზაციები დათანხმდნენ.

ამასთან, ცესკომ - ორგანიზაციების ცნობით - საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მიიწვია ყველა ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში იყო რეგისტრირებული.

„პირველი შეკრების დროს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15-მა ასეთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გამოთქვა ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანდოობის, კარგი რეპუტაციის, საქმიანობისა და ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით საზოგადოებაში სერიოზული კითხვები არსებობს. ბევრი მათგანი უარყოფითი კუთხით არაერთხელ მოხვედრილა ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში“, - აცხადებენ TI და ISFED.

გარდა ამისა, ცესკოს დადგენილებაში თავდაპირველად ეწერა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საკონსულტაციო ჯგუფის წევრები კონსენსუსით უნდა შეერჩიათ. თუმცა, 6 აგვისტოს ცესკომ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, თუ საკონსულტაციო ჯგუფის წევრები კონსენსუსით ვერ შეირჩა, კანდიდატურებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს სადამკვირვებლო ორგანიზაციების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი:

„ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა, რომ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სრულად დააკომპლექტონ საეჭვო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა“, - აცხადებენ TI და ISFED და განაგრძობენ: „ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვტოვებთ საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესს. სამწუხაროა, რომ ამბიციური საარჩევნო რეფორმის მიზნად დასახვის მიუხედავად, როგორც ცესკოს ახალი წევრებით დაკომპლექტების, ისე საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა ხარვეზიანი აღმოჩნდა და, სავარაუდოდ, ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ზრდას“.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати