USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
WP: ჩინეთმა პორტების გლობალური ქსელი არა მხოლოდ სავაჭრო მიზნებისთვის იყიდა
თარიღი:  498

ჩინურმა კომპანიებმა ათეულობით პორტზე კონტროლი მოიპოვეს და ანალიტიკოსები და ამერიკელი ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ პეკინის ინტერესები არა მხოლოდ კომერციული, არამედ სამხედროა. ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ჯერ მაინც, ჩინეთი შორს არის აშშ-ს სამხედრო ბაზების რაოდენობის შესატყვისისაგან.

თუმცა ჩინეთმა გააორმაგა პორტების რაოდენობა, 44-დან 105-მდე ბოლო ათი წლის განმავლობაში,  50-ზე მეტ ქვეყანაში ყველა კონტინენტზე და ოკეანეში, ბევრი მათგანი მსოფლიოს ყველაზე სტრატეგიული გადაზიდვის ხაზების გასწვრივ. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ჩინეთის მთავრობის მფლობელობაში მყოფ კომპანიებს ახორციელებს, რაც სახელმწიფოს უმსხვილეს ოპერატორად აქცევს.

განცხადებული მიზანი კომერციულია - მსოფლიო ბაზრებზე წვდომის გაფართოება და გამარტივება, მაგრამ გამოცემის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები გააფრთხილეს ამგვარი გაფართოების სამხედრო მნიშვნელობის შესახებ. პორტები ჩინურ სამხედრო გემებს შესვლის საშუალებას აძლევს, მაგალიტად ჯიბუტის პორტთან არის სამხედრო ბაზა.

ჩინეთის საზღვაო ძალების გაძლიერებას ასევე აღნიშნავენ აშშ-ს ოფიციალური პირები. პორტების ქსელის გაფართოება "სცილდება წმინდა კომერციულ მოსაზრებებს", ამბობენ ისინი. ბევრი პორტი განლაგებულია სტრატეგიულ ადგილებში, როგორიცაა წითელი ზღვა და სპარსეთის ყურე. აშშ-ს დაზვერვის თანახმად, ჩინეთმა განაახლა სამხედრო ობიექტების მშენებლობა ემირატების პორტში, ხალიფაში, რომელიც 80 კმ-ის დაშორებით არის ამერიკული ძირითადი ბაზიდან.

ჩინეთი აკონტროლებს ან არის მთავარი ინვესტორი ევროპის 20-ზე მეტ პორტში, რომელთაგან ბევრი ნატოსა და აშშ-ს ფლოტისთვის სასიცოცხლო ლოგისტიკისა და გადაზიდვის პუნქტს ემსახურება, წერს გაზეთი. ”ეს არის სერიოზული ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხი,” - თქვა მაიკლ ვესელმა, აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების კომისიის წევრმა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 20 წლის წინ ჩინური ხომალდები არ იმყოფებოდნენ ინდოეთის ოკეანეში, მაგრამ ახლა იქ მუდმივად 6-8 გემია განთავსებული. ჩინეთის სავაჭრო გზების  80% გადის ამ ოკეანეზე მოდის, მათ შორის თითქმის მთელი ნავთობის ვაჭრობა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის